ომი ბოლივიის დამოუკიდებლობისათვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოლივიის ომი დამოუკიდებლობისათვისბოლივიის ადგილობრივი მოსახლეობის - (ინდიელების) და ბოლივიის ხალხის შეიარაღებული ბრძოლა ესპანეთის კოლონიური ბატონობის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 1809 წელს და 1825 წელს დამთავრდა ბოლივიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებით. ეს ომი დამოუკიდებლობისათვის იყო ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-XIX საუკუნის ლათინურ ამერიკაში.

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დაწყების მიზეზი იყო ლათინური ამერიკის ადგილობრივი ხალხის სურვილი გამხდარიყვნენ დამოუკიდებლები ესპანეთისაგან და მონობის გაუქმება. ამავე დროს მნიშვნელოვანი იყო კრეოლების მიწათმფლობელი დიდებულების პატრიოტული განწყობა, რომლებიც მოვაჭრე ბურჟუაზიასთან ერთად ცდილობდნენ ესპანეთის ტახტის მიერ დაწესებული გადასახადების თავიდან არიდებასა და თავისუფალი ვაჭრობის მიღწევას, რაც გამოიწვევდა მათ გამდიდრებას. აჯანყებულებს შთააგონებდა ლათინური ამერიკის სხვა დაბყრობილ ქვეყნებში სიმონ ბოლივარის წარმატებული ბრძოლები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]