ომის ხალიჩები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეილასა და მაჯნუნის ისტორიის თანამედროვე ვერსია.

ომის ხალიჩების ტრადიცია ავღანეთში დასაბამს ამ ქვეყნის 1979 წელს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდიდან იღებს და გრძელდებოდა მომდევნო სამხედრო, პოლიტიკური და სოციალური კონფლიქტების პერიოდში. ავღანელი ხალიჩის მქსოველები ომის სიმბოლიკის გამოყენებას იწყებენ თითქმის მყისვე მათი ქვეყნის საბჭოთა კავშირის დაპყრობის შემდეგ. ეს ტრაციდია დღემდე გრძელდება. ამ პერიოდის მოვლენების საპასუხოდ შექმნილი ხალიჩები ომის ხელოვნების მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ტრადიციას წარმოადგენს გვიანდელი XX და ადრეულ XXI საუკუნეში.

ტერმინები ბალუჩი და ომის ხალიჩა განზოგადოებებია, რომლებიც ამ ჟანრს ხალიჩის გამყიდველებმა, კომერციულმა გალერეებმა, კოლექციონერებმა და კრიტიკოსებმა მისცეს. გამორჩეული ნიშანი ამ ხალიჩების არის რეგიონში ომისა და კონფლიქტების შემქმნელთა ინტერპტრეტაციის ასახვა.

მცირეა ცნობილი იმაზე, თუ როგორ გაჩნდა ან რა მიზანი ჰქონდა ამ მოტივის წარმოსახვას ხალიჩებში ამ რეგიონში.