ომის ღმერთი (თამაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
God Of War
250px-Gowbox.jpg
დეველოპერ(ებ)ი SCE Santa Monica Studio
გამომცემელი Sony Computer Entertainment
დისტრიბუტორი იაპ Capcom
სერია God of War
ძრავა Kinetica
Bluepoint Engine
პლატფორმ(ებ)ი PlayStation 2
PlayStation 3
PlayStation Vita
გამოსვლის თარიღი
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო
hack and slash
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი დევიდ ჯაფე
დიზაინერ(ებ)ი დევიდ ჯაფე
პროგრამისტ(ებ)ი ტიმ მოსი
მხატვარი ჩარლ ვენი
ტერი სმითი
სტივ კეტესონი
სცენარისტი მარიან კრავჩიკი
ალექსანდერ სტეინი
დევიდ ჯაფე
კეით ფეი
კომპოზიტორი ჯერარდ მარინო
მაიკ რიგანი
რონ ფიში
უინიფრედ ფილიპსი
ვინი უოლდრონი
კრის ვალასკო
საიტი ოფიციალური საიტი

ომის ღმერთი (ინგლ. God Of War) — მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაში. პირველად გამოშვებული იქნა Sony Computer Entertainment-ის მიერ PlayStation 2-ის პლატფორმისთვის, 2005 წლის მარტში. თამაში შეიქმნა Santa Monica Studio-ს მიერ. 2009 წელს PlayStation 3-ზე გამოვიდა ხელახალი გამოცემა God of War Collection. . თამაში დაფუძნებულია ბერძნულ მითოლოგიაზე, სადაც მთავარი გმირია „კრატოსი“. ეს უკანასკნელი ემსახურება ღმერთებს, ცდილობს პანდორას ყუთის გახსნით შეაჩეროს ომის ღმერთი არესი, რომელიც განადგურებას უპირებს ქალაქ ათენს.

გეიმპლეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

God of War არის ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში მესამე პირის ხედვით. მოთამაშე აკონტროლებს პერსონაჟს კრატოსს, რომელსაც უწევს სხვადასხვა თავსატეხების გამოცნობა, უამრავ პერსონაჟთან შეხვედრა, ტესტის და ლაბირინთის გავლა, ხელჩართული ბრძოლით მტრების მოგერიება, რათა მიაღწიოს თავის მიზანს. კრატოსი იყენებს ორ ძირითად იარაღს: „ქაოსის ხმლებს“ თამაშის დასაწყისში და „არტემიდას ხმლებს“. ასევე მთავარი გმირი იძენს მაგიასაც, რომელსაც ბრძოლისას იყენებს. კრატოსი იყენებს სხვადასხვა ღმერთის კუთვნილ იარაღებსაც, მაგალითად მედუზას თავს, პოსეიდონის სამკაპს, ჰადესის არმიას, ჰელიოსის მზის ძალას და სხვას.

სიცოცხლის და მაგიის დონის მომატება შესაძლებელია თამაშის განმავლობაში, მედუზა გორგონას თვალის, მინოტავრის რქის და ფენიქსის ფრთის პოვნის შედეგად. იარაღის საბრძოლო ილეთების გაძლიერება შესაძლებელია „წითელი სფეროების“ დახმარებით, რომლებსაც იძენს მთავარი გმირი კრატოსი ბრძოლის დროს და ასევე სკივრების დახმარებით რომლებშიც შენახულია „წითელი სფეროები“.

თამაშის მთავარი გმირი „კრატოსი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრატოსი მეომარია, რომელიც ემსახურება ომის ღმერთს, არესს. არესი გადასცემს მას „ქაოსის ხმლებს“, რომელიც გამზადებული მისთვის მიწის ქვეშეთში, „ტარტარში“. კრატოსი სპარტელია და თვითონ შესთხოვა არესს დახმარება, სანაცვლოდ კი თავისი სიცოცხლე შესწირა. არესმა მისი თხოვნა შეისმინა და ამის შემდეგ ხდება კრატოსი არესის არმიის წინამძღოლი.

კრატოსი ემსახურებოდა არესს ერთგულად, თუმცა ქალაქ ათენზე შეტევის დროს, როდესაც ღმერთი შემთხვევით კრატოსის ცოლ-შვილს დახოცავს, გადაწყვეტს შურისძიებას. იგი წინასწარმეტყველის რჩევის მიხედვით ეძებს პანდორას ყუთს, რომლის გახსნის შემდეგ კრატოსი შეიძენს ძალას და იგი შეძლებს უკვე ღმერთის მოკვლას. პანდორას ყუთი შენახულია ტაძარში და ის ზურგზე აქვს დაბმული ზევსის მამას, ტიტან კრონოსს. სამი დღის მოგზაურობის შემდეგ დაკარგული სულების უდაბნოში, კრატოსი ხსნის პანდორას ყუთს და იძენს ძალას, რომელიც უწინასწარმეტყველეს და კლავს არესს.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 Reception
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings 93.58%[6]
Metacritic 94/100[7]
ქულები
წყარო რეიტინგი
1UP.com A+[8]
Eurogamer 9/10
GamePro 4.5/5 stars[9]
GameSpot 9.3/10[10]
GameSpy 5/5[11]
GamesRadar 10/10[12]
IGN 9.8/10[13]

God of War-მა მიიღო მაღალი შეფასებები კრიტიკოსებისგან.საერთო განხილვის საიტებზე GameRankings-სა Metacritic-ზე თამაში ფლობს 93 %-ს და 94 ქულას 100-დან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hight, John. (November 17, 2009)God of War Collection Launches Today for PS3!. PlayStation.Blog. Sony Computer Entertainment America. დაარქივებულია ორიგინალიდან November 22, 2012-ში. წაკითხვის თარიღი: November 19, 2009.
  2. Thach Quach. (November 17, 2009)God of War III: Ultimate Trilogy Edition. PlayStation.Blog. Sony Computer Entertainment Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან November 22, 2012-ში. წაკითხვის თარიღი: December 28, 2009.
  3. Laughlin, Andrew. (March 22, 2010)'God Of War Collection' coming April 30. Digital Spy. Nat Mags. დაარქივებულია ორიგინალიდან November 22, 2012-ში. წაკითხვის თარიღი: July 31, 2012.
  4. Barlog, Cory. (February 10, 2014)God of War Collection Coming to PS Vita May 6th. PlayStation.Blog. Sony Computer Entertainment America. დაარქივებულია ორიგინალიდან March 17, 2015-ში. წაკითხვის თარიღი: February 11, 2014.
  5. Spencer. (March 4, 2014)God Of War Collection For Vita Supports PS Vita TV. Siliconera. დაარქივებულია ორიგინალიდან მარტი17, 2015-ში. წაკითხვის თარიღი: March 17, 2015.
  6. God of War Reviews. GameRankings. CBS Interactive. წაკითხვის თარიღი: March 31, 2008.
  7. God of War (ps2: 2005). Metacritic. CBS Interactive. წაკითხვის თარიღი: March 31, 2008.
  8. Leone, Matt. (March 20, 2005)God of War (PS2). 1UP. Ziff Davis Media. დაარქივებულია ორიგინალიდან November 22, 2012-ში. წაკითხვის თარიღი: March 31, 2008.
  9. Major Mike. (March 23, 2005)God of War Review from GamePro. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან March 12, 2010-ში.
  10. Navarro, Alex. (March 21, 2005)God of War Review. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან November 22, 2012-ში. წაკითხვის თარიღი: March 31, 2008.
  11. Padilla, Raymond M.. (March 22, 2005)God of War (PS2). GameSpy. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან November 22, 2012-ში. წაკითხვის თარიღი: March 31, 2008.
  12. Reparaz, Mikel. (February 28, 2006)God of War Review. GamesRadar. Future plc. დაარქივებულია ორიგინალიდან November 22, 2012-ში. წაკითხვის თარიღი: June 27, 2011.
  13. Sulic, Ivan. (March 18, 2005)God of War Review. IGN. Ziff Davis Media. დაარქივებულია ორიგინალიდან November 22, 2012-ში. წაკითხვის თარიღი: March 22, 2005.