ომის გამარჯვების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომის გამარჯვების მუზეუმი



39°02′27″ ჩ. გ. 125°44′14″ ა. გ. / 39.0409806° ჩ. გ. 125.7373389° ა. გ. / 39.0409806; 125.7373389
ქვეყანა ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა
მდებარეობა Sosong-guyok და ფხენიანი
Map

ომის გამარჯვების მუზეუმი ან გამარჯვებული სამშობლოს განმათავისუფლებელი ომის მუზეუმი — სამხედრო ისტორისს მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ-ფხენიანში, მუზეუმი მიეძღვნა კორეის ომს.[1] მუზეუმი თავდაპირველად შეიქმნა 1953 წლის აგვისტოში და აშენდა ფხენიანის ცენტრალურ უბანში, მისი პირველი სახელწოდება იყო სამშობლოს განმათავისუფლებელი ომის მუზეუმი. 1963 წლის აპრილში მუზეუმი გადაიტანეს სოსონგის რაიონში და ხელახლა დამკვიდრდა, მიზანმიმართულად აშენებულ სამშენებლო კომპლექსში. 2014 წელს მუზეუმი განახლდა,[2] ახალი დიზაინი მოიცავდა შენობას, რომელიც მდებარეობდა მდინარე ბოტონგის გასწვრივ, პანორამული სტილის დიდი დარბაზით.

მუზეუმის ზოგადი ხასიათი და გავლენა ასახავს ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ შეხედულებას მათი წარმატების შესახებ. ჩრდილოეთ კორეის მუზეუმის უმეტესობა წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეისა და მისი სამხედრო ჯარების გამარჯვებას მტრებზე, რომლებიც სრულიად დამარცხებული და გატეხილები არიან. ეს ჩანს მუზეუმში გამოფენილი აშშ-ის ქვეითი ბრიგადის იარაღისა და საბრძოლო ჩაფხუტების სიმრავლისგან, რომლებიც წარმოადგენენ კორეის ომში აშშ-ის სამხედრო ძალების დიდი მსხვერპლის იდეას. მუზეუმის ექსპონატები მოიცავს 360 გრადუსიან, სრულმასშტაბიან დიორამას ტაეჯონის ბრძოლის შესახებ. კორეის ომის დროს გამოყენებულია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ტექნიკა, როგორიცაა საბჭოთა ტანკები, საზენიტო არტილერია , საზღვაო ხომალდი, საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე გამოფენილია რამდენიმე ტყვედ ჩავარდნილი ამერიკული (და ზოგიერთი ბრიტანული) სამხედრო ტექნიკა, როგორიცაა ყოფილი ამერიკული (M26 Pershing, M4 Sherman და M24 Chaffee) ტანკები, ყოფილი ბრიტანული არმიის უნივერსალური გადამზიდი ჯავშანტრანსპორტიორი, რამდენიმე საარტილერიო იარაღთან ერთად, აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩამოაგდეს გაეროს ძალების თვითმფრინავები, რომლებიც იბრძოდნენ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.[3]

მუზეუმში არსებული მრავალი ქანდაკებების, ფიგურების, ფრესკებისა და არტეფაქტების გარდა, ერთ-ერთი მთავარი გამოფენაა “USS Pueblo“, აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდი, რომელიც ტყვედ ჩაიგდო ჩრდილოეთ კორეამ, როდესაც იგი სავარაუდოდ შემოვიდა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში 1968 წლის იანვარში. მუზეუმის ადგილობრივ და უცხოელ სტურმებს უფლება აქვთ ჩასხდნენ გემში, რომელიც მუდამ მუზეუმის გვერდით მდინარეზეა წარმოდგენილი.ასევე შეუძლიათ შევიდნენ გემის საიდუმლო ოთახში (რომელიც შეიცავს საიდუმლო სამხედრო დაზვერვის და ბორტის ინფორმაციას), სადაც ნახავენ ყოფილი გემისა და ეკიპაჟის არტეფაქტებს, როგორიცაა აშშ-ის დროშა.[4]

“USS Baltimore“-ის სავარაუდო ჩაძირვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმს აქვს რამდენიმე ექსპონატი, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების მძიმე კრეისერი “USS Baltimore“ ჩაძირული იქნა კორეის სახალხო ფლოტის კუთვნილი საავტომობილო ტორპედოს ნავებით 1950 წლის 2 ივლისს. ექსპონატები მოიცავს ბანერს და ტორპედოს ნავს, რომელმაც სავარაუდოდ ჩაძირა ამერიკული კრეისერი. თუმცა, მისი სავარაუდო დაკარგვის დროს, ჯერ კიდევ აშშ-ის საზღვაო ძალების რეზერვმა გამოიყვანეს 1946 წელს. 1951 წელს ის ხელახლა ჩააბარეს და მიენიჭა ატლანტის ფლოტს. 1955 წელს, კორეის ომიდან ორი წლის შემდეგ ბალტიმორი გადაიყვანეს წყნარი ოკეანის ფლოტში. ცხადია, გემი კორეასთან ახლოს არსად იყო, კონფლიქტის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Democratic People's Republic of Korea – Museums. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 2021-09-09.
  2. War Museum in Pyongyang. Korean Central News Agency (27 July 2014). ციტირების თარიღი: 28 July 2014
  3. Must see attractions in Pyongyang, North Korea.
  4. Donenfeld, Jeffrey. Full report: VIsit to North Korea and the Pyongyang marathon (19 April 2015). ციტირების თარიღი: 19 August 2015
  5. Salmon, Andrew (2012). Scorched Earth, Black Snow. Aurum, გვ. 41.