ომერ აშიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ომერ აშიკი

აშიკი ჰიუსტონ როკეტსთან ერთად
ცენტრი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 4 ივლისი, 1986 (1986-07-04) (34 წლის)
ბურსა, თურქეთი
ეროვნება თურქი
სიმაღლე 213 სმ
წონა 116 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2008 / რაუნდი: 2 / არჩევა: 36-ე
არჩეული პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
პროფესიონალური კარიერა 2005–დღემდე
კარიერის ისტორია
2005 - 2006 ფერენბახჩე
2005 - 2006 FMV ისიკ სპორ კლუბი
2006 - 2007 ალპელა
2007 - 2010 ფერენბახჩე
2010 - 2012 ჩიკაგო ბულზი
2012 - 2014 ჰიუსტონ როკეტსი
2014 - 2018 ნიუ-ორლეან პელიკანსი
2018 ჩიკაგო ბულზი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
  • TBL-ის ჩემპიონი (2008, 2010)
  • 2× TBL-ის ყველა-ვარსკვლავი (2007, 2008)
სტატისტიკა NBA.com-ზე

ომერ ფარუკ აშიკი (დ. 4 ივლისი, 1986, ბურსა, თურქეთი) — თურქი პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე. უკანასკნელად ითამაშა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბ ჩიკაგო ბულზში.

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიკაგო ბულზი (2010-2012)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის NBA-ის დრაფტზე ომერ აშირი პორტლანდ ტრეილ ბეილერსმა 36-ე პიკად აირჩია და არჩევისთანავე 3 გუნდიანი გაცვლით, ჩიკაგო ბულზში გაუშვა.[1] 2010 წლის 13 ივლისს აშიკმა ჩიკაგო ბულზთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[2]

2011-2012 სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომერ აშიკის დებიუტი NBA-ის რეგულარულ სეზონში შედგა 2010 წლის 27 ოქტომბერს, ოკლაჰომა-სიტი თანდერის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. სეზონში იგი თანდათან დიდ დროს იღებდა; ამგვარად იგი სათადარიგოთა სკამის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა. სეზონის დასკვნით ნაწილში აშიკმა „ფაბულას“ ძვალი მოიტეხა.

2012-2013 სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011-2012 წლების სეზონში პირველი ორი მატჩის ჩატარების შემდეგ, ომერ აშიკი ჟოაკიმ ნოას ტრავმის გამო კლუბის ძირითად შეადგენლობაში მოხვდა (ნოამ ტრავმა სეზონის მესამე თამაშში, ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ მიიღო).

ჰიუსტონ როკეტსი (2012-2014)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012-2013 სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 20 ივლისს აშიკმა ჰიუსტონ როკეტსთან გააფორმა კონტრაქტი; კონტრაქტის თანახმად, აშიკი 3 წელიწადში 25.1$ მიიღებდა.[3] ამ პერიოდში ომერ აშიკი ჩიკაგო ბულზის შეზღუდული თავისუფალი აგენტი იყო, ამიტომ მათ შეეძლოთ იგივე კონტრაქტით მისი გუნდში დატოვება, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს და იგი ოფიციალურად შეუერთდა ჰიუსტონ როკეტსს.[4] 2013 წლის 13 ინვარს ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი, 22 ქულა, დააფიქსირა. მან კარგი სეზონი ჩაატარ: გახდა როკეტსის ძირითადი ცენტრი და საშუალოდ 30.0 წუთში აგროვებდა 10.1 ქულას, 11.7 მოხსნასა და 1.1 დაფარებას. აშიკი დაეხმარა გუნდს რათა დაეფიქსირებინა წაგება მოგებათა 45-37 ბალანსი და 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად გასულიყო პლეიოფ-ში.

2013-2014 სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ოფსეზონში“ ჰიუსტონ როკეტსის მიერ დუაიტ ჰოვარდის დამატებით გუნდში ომერ აშიკის როლი მკვეთრად შემცირდა. როკეტსმა სეზონის დასაწყისში დუაიტ ჰოვარდი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე, ხოლო აშიკი ცენტრზე დააყენა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა კევინ მაკჰოლმა ეს სტილი მალევე შეცვალა და აშიკს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა მოუწია. 2013 წლის დეკემბერში აშიკმა მუხლი დაიზიანდა და 2 თვე გამოტოვა. სეზონში ჩატარებულ 48 თამაშში, იგი საშუალოდ 5.8 ქულასა და 7.9 მოხსნას აგროვებდა.[5]

ნიუ-ორლეან პელიკანსი (2014-2018)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014-2015 სეზინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 14 ივლისს აშიკი სამ გუნდიანი გაცვლით ნიუ-ორლეან პელიკანსში გადავიდა (გაცვალში მონაწილეობდა ნიუ-ორლეან პელიკანსი, ჰიუსტონ როკეტსი და ვაშინგტონ უიზარდსი).[6] მისი დებიუტი პელიკანსში შედგა 28 ოქტომბერს, სეზონის პირველ თამაშში; აღნიშნული მატჩი ორლანდო მეჯიქის წინააღმდეგ შედგა. აშიკმა 33 წუთში 14 ქულა, 17 მოხსნა, 5 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BULLS ACQUIRE OMER ASIK FROM PORTLAND. NBA.com (June 26, 2008). ციტირების თარიღი: July 10, 2010.
  2. BULLS SIGN CENTER OMER ASIK. NBA.com (July 13, 2010). ციტირების თარიღი: July 13, 2010.
  3. Asik signs Rockets' offer sheet
  4. Rockets Sign center Omer Asik. NBA.com (July 24, 2012). ციტირების თარიღი: July 24, 2012.
  5. Omer Asik 2013-14 Game Log
  6. Pelicans Complete Three-Team Trade with Rockets and Wizards. NBA.com (July 15, 2014). ციტირების თარიღი: July 16, 2014.
  7. Davis power Pelicans past Magic, 101-84. NBA.com (October 28, 2014). ციტირების თარიღი: October 28, 2014.