ომარ კელაპტრიშვილი
ომარ კელაპტრიშვილი | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ომარ კელაპტრიშვილი |
დაბ. თარიღი | 1 იანვარი, 1943 |
დაბ. ადგილი | კავთისხევი, საქართველოს სსრ, სსრკ |
წარმოშობა |
![]() |
გარდ. თარიღი | 16 აგვისტო, 1992 (49 წლის) |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მომღერალი |
ომარ კელაპტრიშვილი (დ. 1 იანვარი, 1943, კავთისხევი, კასპის რაიონი — გ. 16 აგვისტო, 1992) — ქართველი მუსიკოსი. საქართველოს სახალხო არტისტი (1990).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომარ კელაპტრიშვილი დაიბადა 1943 წლის 1 იანვარს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში. 1964 წელს დაამთავრა სერგო ზაქარიაძის სახელობის თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი. 1971–1972 წლებში სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. საერთაშორისო ფესტივალების (1970, ქ. კონფოლანი, საფრანგეთი, 1980, 1990, ქ. კიოლნი, გერმანია) ლაურეატი, პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი.
ანსამბლ „რუსთავის“ დაარსებიდან ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი იყო.[1]
სალამურზე მაღალი ოსტატობით უკრავდა ქართველ და სხვა კომპოზიტორთა რთულ მუსიკალურ ნაწარმოებებს. მან გააფართოვა სალამურის რეპერტუარი და აღმოაჩინა ამ საკრავისათვის მანამდე უცნობი შესაძლებლობები. დააარსა ანსამბლი „იავნანა“, რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად „კელაპტარი“ დაერქვა. მოგზაურობდა საქართველოს ყველა კუთხეში და აგროვებდა ფოლკლორულ მასალებს. დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში, მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა სალამურმა მთელი მსოფლიო მოიარა.
მისი სახელი მინიჭებული აქვს კავთისხევის საჯარო სკოლას. თბილისში, საცხოვრებელ სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერიც მისი სახელობისაა, იქვე აღმართულია ბიუსტი. მისი ბიუსტი ასევე აღმართულია კასპის კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე.[2]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 616.
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2007, გვ. 133
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ომარ კელაპტრიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ომარ კელაპტრიშვილი — კასპის მუნიციპალიტეტის მერია
- ომარ კელაპტრიშვილი — discogs
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ანსამბლ „რუსთავი“ 10 წლისაა // „კომუნისტი“ № 71, 26.03.1980, გვ. 4.
- ↑ ომარ კელაპტრიშვილი
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1980. №6 გვ. 6
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1990. №9. გვ. 17.