ომარ ბრედლი
იერსახე
| ომარ ნელსონ ბრედლი | |
| გაერთიანებული შტაბების 1-ლი თავმჯდომარე | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 19 აგვისტო, 1949 – 15 აგვისტო, 1953 | |
| პრეზიდენტი | ჰარი ტრუმენი დუაიტ ეიზენჰაუერი |
| წინამორბედი | უილიამ ლიჰი (როგორც მთავარსარდალის შტაბის თავმჯდომარე) |
| მემკვიდრე | არტურ რედფორდი |
ნატოს სამხედრო კომიტეტის 1-ლი თავმჯდომარე | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 5 ოქტომბერი, 1949 – 2 აპრილი, 1951 | |
| წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
| მემკვიდრე | ეტიენ ბალე |
აშშ-ის არმიის შტაბის მე-17 უფროსი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 7 თებერვალი, 1948 – 15 აგვისტო, 1949 | |
| პრეზიდენტი | ჰარი ტრუმენი |
| წინამორბედი | დუაიტ ეიზენჰაუერი |
| მემკვიდრე | ჯოზეფ კოლინზი |
ვეტერანთა საქმეთა ადმინისტრატორი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 15 აგვისტო, 1945 – 30 ნოემბერი, 1947 | |
| პრეზიდენტი | ჰარი ტრუმენი |
| წინამორბედი | ფრენკ ჰაინსი |
| მემკვიდრე | კარლ გრეი |
| დაბადებული | 12 თებერვალი, 1893 კლარკი, მისურის შტატი, აშშ |
| განათლება | უესტ-პოინტის სამხედრო აკადემია |
| პროფესია | გენერალი |
| ხელმოწერა | |
ომარ ნელსონ ბრედლი (ინგლ. Omar Nelson Bradley; დ. 12 თებერვალი, 1893, კლარკი, მისურის შტატი — გ. 8 აპრილი, 1981, ნიუ-იორკი) — აშშ-ის არმიის გენერალი (1950).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა უესტ-პოინტის სამხედრო აკადემია (1915); სამხედრო სასწავლებლებში ასწავლიდა ტაქტიკას. II მსოფლიო ომში, 1943 წელს იყო ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეთა ძალების მთავარსარდლის თანაშემწე; ტუნისისა და სიცილიის ოპერაციებში სარდლობდა II კორპუსს, 1944 ნორმანდიის ოპერაციაში — I ამერიკულ არმიას, 1944 წლის აგვისტოდან — არმიათა მე-12 ჯგუფს ევროპაში. 1947-1949 წლებში იყო აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, 1949-1953 წლებში — შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტისა და ნატოს სამხედრო-კომიტეტის თავმჯდომარე; გადადგომის შემდეგ (1953) — სხვადასხვა სამრეწველო კორპორაციის თავმჯდომარის პოსტები ეკავა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 513.