ომარ ახმეტელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომარ ახმეტელაშვილი
დაბ. თარიღი 14 აპრილი, 1942(1942-04-14) (81 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ბიოლოგი და ნეიროფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ომარ ახმეტელაშვილი (დ.14 აპრილი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ბიოლოგი, ნეიროფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, 2010 წლიდან 2020 წლამდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორი, ხოლო 2020 წლიდან ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი; მრავალი რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებისა და ყრილობების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და მომხსენებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წ. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ფიზიოლოგიის სპეციალობით, 1971 წელს თსუ-ს ასპირანტურა, ხელმძღვანელი - აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი. 1972–1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1975 წლიდან ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის დოცენტი; 1974–1976 წლებში ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1975-2006 წლებში რამდენიმე ათეული სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელი. 1980–1983 წლებში იყო თსუ ადმინისტრაციის საქმიანობაზე კონტროლის კომისიის თავმჯდომარე სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ხაზით; 1998–2006 წლებში გამოყენებითი ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე; მუშაობდა უცხოეთის ცნობილ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში, მათ შორის: ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ი. პავლოვის განყოფილებაში (1969–1970); მოსკოვის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში (1985-1986); იტალიის - რომის, პიზის, პარმისა და ბოლონიის უნივერსიტეტებში (1976-1977); გერმანიის -  ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (1978); უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგები აისახა ერთობლივ შრომებში. მრავალი სამეცნიერო სტატიის, რამდენიმე პატენტისა და გამოგონების თანაავტორი, მრავალი რესპუბლიკური და საერთაშორისო ფორუმების მონაწილე და მომხსენებელი.

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკად. ივანე ბერიტაშვილის სახელობის გამოყენებითი ფიზიოლოგიის სასწავლო, ს/კ ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის ო. ახმეტელაშვილს მიღებული აქვს ჯილდოები, მათ შორის: „ალმა მატერის“ ერთ-ერთი დამაარსებლის აკად. ი. ჯავახიშვილის საიუბილეო მედალი. (2002)

ნეიროფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1974), დოქტორი (1996).

საქართველოში გამოყენებითი ფიზიოლოგიის პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების დამაარსებელი: თსუ (1998 წ.), კსუ (2014 წ.), ეუ (2021 წ.);

არის ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია IBRO-ს წევრი (2017-), ევროპის ნეირომეცნიერებათა ასოციაციების ფედერაცია (FENS) წევრი (2018-), საქართველოს ნეირომეცნიერებათა ასოციაცია (GNA) წევრი (2018-), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (2020-), საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2018-), საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების წევრი (1974-).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]