ომარის მეჩეთი (ბეთლემი)
იერსახე
| ომარის მეჩეთი | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 31°42′16″ ჩ. გ. 35°12′20″ ა. გ. / 31.7045389° ჩ. გ. 35.2055639° ა. გ. |
| რელიგიური წევრობა | ისლამი |
| დეტალები | |
| მინარეთი რაოდენობა | 1 |
| ომარის მეჩეთი | |
ომარის მეჩეთი (არაბ. مسجد عمر) — უძველესი და ერთადერთი მეჩეთი ქალაქ ბეთლემში, მანგერის მოედანზე, მაცხოვრის შობის ტაძრის სიახლოვეს. მეჩეთს სახელი დაერქვა მეორე სუნი ხალიფა ომარ (უმარ) იბნ ალ-ხატაბის (დაახ. 581-644) პატივსაცემად. იერუსალიმის აღების შემდეგ ომარიმ ბეთლემი მოინახულა 637 წელს, სადაც გამოსცა კანონი, რომელიც ქრისტიანთა სალოცავსა და მიმდევრებს დაიცავდა[1]. გადმოცემით ისლამის წინასწარმეტყველი მუჰამედის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ ომარი ამ მეჩეთის ადგილას ლოცულობდა.[2]
მეჩეთი 1860 წელს აშენდა[2], თუმცა 1955 წლამდე არ განახლებულა. მისი მშენებლობისთვის მიწა გაიღო ბერძნულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mosque of Omar GeoCities: Bethlehem Homepage
- 1 2 Mosque of Omar (Bethlehem) დაარქივებული July 29, 2013, საიტზე Wayback Machine. Atlas Travels and Tourism Agency.
