ომარაანის პირველი ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ომარაანის ნასოფლარი.

ომარაანის პირველი ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ომარაანის ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნასოფლარზე შემორჩენილია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის საძირკვლის ნაშთი. ეკლესიას დასავლეთიდან მინაშენი ჰქონია. ეკლესიიდან 30 მეტრზე მეორე ეკლესიის ნანგრევებია. შემორჩენილია აფსიდისა და ჩრდილო კედლის მცირე ნაწილი. ნასოფლარის ტერიტორიაზე დადასტურებულია ნასახლარი ბუდეები და ქვისსამარხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]