ომაკასე
ომაკასე (იაპონური: お任せ) იაპონური ფრაზაა, რომელიც გამოიყენება რესტორნებში საჭმლის შეკვეთის დროს და ნიშნავს ‘ამას შენთვის დავტოვებ’ (იაპონურიდან ‘ნდობა’)[1][2]
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრაზა ომაკასე, პირდაპირი მნიშვნელობით - ‘თქვენ გიტოვებთ’,[3] ხშირ შემტხვევაში გამოიყენება იაპონურ რესტორნებში სადილის დროს, რომელშიც მომხმარებელი სეზონური სპეციალობების შერჩევასა და მირთმევას შეფ-მზარეულს ანდობს. ომაკასეს ანტონიმი ოკონომი არის (好み კონომი„უპირატესობა, რაც მოგწონთ“),[4] რომელიც ნიშნავს იმის არჩევას, თუ რა გინდა, რომ შეუკვეთო. ამერიკულ ინგლისურში ეს გამოთქმა გამოიყენება სუშის რესტორნების მომხარებლების მიერ, რათა არჩევანი შეფ-მზარეულს მიანდონ, à la carte შეკვეთისგან განსხვავებით. შეფები სთავაზობენ თეფშების სერიას, რომელიც იწყება ყველაზე მსუბუქი კერძით, ხოლო მთავრდება ყველაზე მძიმე კერძით. ეს ფრაზა არ ვრცელდება მხოლოდ უმ თევზზე ბრინჯთან ერთად და შეიძლება გრილზე შეწვას, ხარშვას და სხა მომაზდების ტექნიკებს.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიშლენის მეგზურში ნათქვამია, რომ „ომაკასეს სტილის შეკვეთისას რამდენიმე ფორმალური სადილი ისეთივე პატივსაცემი ან დამაშინებელი გამოცდილებაა“.
მომხმარებლები, რომლებიც ომაკასეს სტილში შეუკვეთავენ, შეფ-მზარეულისგან კერძების შერჩევაში ინოვაციურობას და გაოცებას ელიან, ხოლო კერძი შეიძლება მხატვრულ წარმოდგენას შევადაროთ. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ომაკასეს შეკვეთა რისკია; თუმცა მომხმარებელი, როგორც წესი, იღებს უმაღლესი ხარისხის კერძს დაბალ ფასად ვიდრე à la carte-ს შეკვეთის შემთხვევაში. ჯეფრი სტეინგარტენის თქმით, რომელიც ვოგში 22 კერძისგან შემდგარ „დასამახსოვრებელ ნადიმზე“ საუბრობს, რომელიც რამდენიმე საათს სჭირდებოდა:[5]
"აშშ-ში ომაკასე ჩვეულებრივ გულისხმობს გაგრძელებულ სუშის ვახშამს, საქდაც შეფი ამზადებს თევზის ერთ ნაჭერს, აცხადებს მის სახელსა და წარმოშობას, პასუხობს თქვენს კითხვებს და გამოიცნის, კიდევ რა შეიძლება მოგეწონოთ და კიდევ რამდენის ჭამა გსურთ. თქვენ ელით, რომ წლის ამ დროს ხელმისაწვდომ უნაკლო ზღვის პროდუქტებს მიირთმევენ, თევზს, რომელსაც ისეთივე სიფრთხილით ეპყრობიან, როგორც ტრანსპლანტაციის მომლოდინე თირკმელს და ისეთივე პატივისცემით, როგორც მკვდარ ორგანიზმს. გაოცდებით თავდადებული პერსონალის დაუსრულებელი მომზადებით, მათი მუშაობის სიზუსტით, საათობით მათი წარმოუდგენელი კონცენტრაციით, პრეტენზიულობის ნაკლებობით, სიმშვიდით და მათი დანების სილამაზით.გაგაოცებთ თავდადებული პერსონალის დაუსრულებელი ტრენინგი, მათი მუშაობის სიზუსტე, საათობით მათი წარმოუდგენელი კონცენტრაცია, პრეტენზიულობის ნაკლებობა, სიმშვიდე და მათი დანების სილამაზე."
კულანრიის მწერალმა ჯოან დრილინგმა ომაკასეს ამოცდიება შეადარა ფიქსირებულ ფასს, მაგრამ ასევე თქვა, რომ ის ასევე „ოდნავ განსხვავებულია. ეს გულისხმობს შეკვეთის პროცესის კონტროლის სრულად დათმობას და შეფ-მზარეულისთვის ვახშმის არჩევის უფლების მიცემას“.შტაინგარტენმა, რომელიც ასევე ომაკაზეს სუშის დახლს აშენებს, ომაკაზეს „კაისეკის სულიერ თანამგზავრსა და კონტრაპუნქტს“ უწოდა, რაც მრავალკერძიან, რიტუალურ კერძს წარმოადგენს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ お任せの英語・英訳 - 英和辞典・和英辞典 Weblio辞書 ja. Weblio. ციტირების თარიღი: 20 May 2016
- ↑ Daijisen. Omakase ja. ციტირების თარიღი: 11 July 2021
- ↑ Luber, M.; Cohen, B. (2019) Stuff Every Sushi Lover Should Know, Stuff You Should Know. Quirk Books, გვ. 77 pp. ISBN 978-1-68369-159-4.
- ↑ GaijinPot. GPlusMedia Inc.. ციტირების თარიღი: 2 October 2025.
- ↑ Steingarten, Jeffrey. (September 23, 2016) Omakase Menus—Inside the World of the Chef’s Choice. ციტირების თარიღი: 2 October 2025.