ოლღა სტაროსელსკაია-ნიკიტინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოლღა სტაროსელსკაია-ნიკიტინა (დ. 2 იანვარი, 1885, მოსკოვი — გ. 15 მარტი, 1969, იქვე) — რუსი ფიზიკოს-ისტორიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლღა ანდრიას ასული სტაროსელსკაია-ნიკიტინა დაიბადა 1885 წლის 2 იანვარს მოსკოვში. მამამისმა ოჯახი მალევე დატოვა და მალევე მეორედ დაქორწინდა. ოლღა მალე დაობლდა, ამიტომ იგი დახურულ სასწავლო დაწესებულებაში აღიზარდა. იგი დაჯილდოვებული იყო ბრწყინვალე ნიჭით, ძლიერი ნებისყოფითა და მეცნიერებისადმი სწრაფვის უნარით. მას ეს თვისებები მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგა. ოლღამ ჯერ უმაღლესი ქალთა კურსები დაამთავრა 1914 წელს, ხოლო შემდგომში 12 გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1913-1915 წლებში სტაროსელსკაიამ პროფესორ სავინის ხელმძღვანელობით შეასრულა საკუთარი პირველი სამეცნიერო შრომები, რომლების პროგრესის იდეის ევოლუციასა და ისტორიულ ფესვებს მიეძღვნა.

სალოქალაქო ომის პერიოდში ოლღა ცოლად გაჰყვა წითელი არმიის მეთაურს ნ. ნიკიტინს. 1925 წლამდე ოჯახი ძირითადად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1925-1936 წლებში ცოლ-ქმარი სამეთაურო აკადემიაში ბიბლიოთეკურ და ბიბლიოგრაფიულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. 1936 წელს სტაროლევსკაია-ნიკიტამ მუშაობა დაიწყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში. ამავე პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო „მსოფლიო ისტორიის“ იმ ტომის მომზადებაში, რომელიც საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას მიეძღვნა. 1940 წელს ოლღას მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ფრანგული მეცნიერების ისტორიაში დისერტაციისათვის. ეს დისერტაცია მონოგრაფიის სახეთ — სახელად „საფრანგეთის რევოლუციის პერიოდის ტექნიკისა და მეცნიერების ისტორიის ნარკვევი“ — გამოქვეყნდა ვავილოვისა და ვოლგინის რედაქციით 1946 წელს. 1943 წელს მან მუშაობდა დაიწყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტურ ბიბლიოთეკაში, ხოლო 1945 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბუნებისმეტყველებასა და ტექნიკის ისტორიის ინსტიტუტში. 1955 წელს 70 წლის ოლღა სამუშაოდ გადავიდა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა ისტორიის სექტორში. ამ პერიოდში თავისი პირველი გამოკვლევა მან ფრანგ ფიზიკოს პოლ ლანჟევენს მიუძღვნა. ამ გამოკვლევისაკენ მას სტატიამ, სახელად „პოლ ლანჟენევი, როგორვ ბუნებისმეტყველი ისტორიკოსი“ უბიძგა. 1962 წელს მანვე დაწერა მსოფლიო ლიტერატურაში პირველი სამეცნიერო-ბიოგრაფიული წიგნი პოლ ლანჟევენის შესახებ. პოლ ლანჟენევის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მუშაობის პერიოდში იგი ოლღა დაინტერესდა ცნობილი სოლვეის კონგრესების ისტორიით, რომელთა ერთ-ერთ „მთავარ მოქმედ პირად“ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ლანჟევენი ითვლებოდა.

სტაროსელსკაია-ნიკიტინამ შემდგომში მოამზადა საიტერესო მონოგრაფია — „ბირთვული ფიზიკის წარმოშობისა და რადიოაქტივობის ისტორია“. ეს მონოგრაფია მოიცავდა პერიოდს რენტგენის მიერ რენტგენის სხივების აღმოჩენიდან ირენ ჟოლიო-კიურის მიერ ხელოვნური რადიოაქტივობის აღმოჩენის ჩათვლით. ნახსენებ მონოგრაფიაში პირველად იყო განხილული ბირთვული ფიზიკის განვითარებაში ავსტრიელი მეცნიერების წვლილი.

ისტორიულ-ფიზიკური პროფილის მესამე წინგს წარმოადგენდა ერნესტ რეზერფორდის ბიოგრაფია, რომელიც ოლღამ 80 წლის ასაკში ოლღამ დაწერა.

ოლღამ საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელი 15 წელი მიუძღვნა ფიზიკის ისტორიას. 15 წლის მანძილზე მას გამოცემული აქვს სამი წიგნი, თუმცა მასვე ეკუთვნის მრავალი სტატია.

იგი აგრეთვე დაინტერესებული იყო მეცნიერების ისტორიის ფილოსოფიური და მეთოდოლოგიური ასპექტებიაც. მან ფიზიკის ისტორიკოსის მუშაობაში ფართო კულტურა და პროფესიონალი ისტორიკოსის გამოცდილება შეიტანა.

იგი იყო რუსეთში და მის საძღვრებს გარეთაც პირველი პროფესიონალი ისტორიკოსი ქალი, რომელმაც შეიგნო ზოგადისტორიულ პროცესებში თუ რა მნიშვნელობა ეკავა ფიზიკას.

ოლღა სტაროსელსკაია-ნიკიტინა გარდაიცვალა 1969 წლის 15 მარტს, მოსკოვში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 67-70, თბ., 1988.