ოლსტერის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლსტერის მუზეუმი
Ulster Museum 3.JPG
54.582°00′00″ ჩ. გ. 5.935°00′00″ დ. გ. / 54.58200° ჩ. გ. 5.93500° დ. გ. / 54.58200; -5.93500
დაარსდა 1929
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მისამართი ბელფასტი
მდებარეობა Belfast district
ვიზიტორები 492 689 (2019)[1]
ოფიციალური საიტი [[1] [2]]

ოლსტერის მუზეუმი (ირლ. Iarsmalann Uladh, ინგლ. Ulster Museum) — ბელფასტის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი, ჩრდილოეთ ირლანდიაში, გაერთიანებული სამეფო. დაწესებულების საერთო ფართობი 8 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მუზეუმი მოიცავს სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, ასევე არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კოლექციებს. მუზეუმში ინახება ესპანური არმადის, ადგილობრივი ისტორიის, ნუმიზმატიკის, ინდუსტრიული არქეოლოგიის, ბოტანიკის, ზოოლოგიისა და გეოლოგიის ნიმუშები. ეს ჩრდილოეთ ირლანდიაში უდიდესი მუზეუმია და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმების შემადგენელი ნაწილია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლსტერის მუზეუმის მთავარი დარბაზი

ოლსტერის მუზეუმი ბელფასტის ბუნების ისტორიის საზოგადოების სახელით დაარსდა 1821 წელს, ხოლო გამოფენების მიწყობა დაწესებულებამ 1833 წლიდან დაიწყო. 1890 წლიდან ის ხელოვნების გალერეად მიიჩნეოდა. ამ პერიოდშ მას ბელფასტის მუნიციპალური მზუეუმი და ხელოვნების გალერეა (ინგლ. Belfast Municipal Museum and Art Gallery) ეწოდებოდა.[2] 1929 წელს დაწესებულება მის ამჟამინდელ ადგილზე, სტრენმილისზე გადაიტანეს. ნაგებობის დიზანიერი ჯეიმს კუმინგ უინი იყო.

1962 წელს, ოლსტერის მუზეუმის აქტის შესაბამისად (ჩრდილოეთი ირლანდია) მუზეუმს ოლსტერის მუზეუმი ეწოდა და ოფიციალურად აღიარდა როგორც ეროვნული მუზეუმი. დაწესებულების გაფართოებაზე პასუხისმგებლობა კომპანია McLaughlin & Harvey-მა აიღო, დიზაინის დირქტორად ფრაცის პიმი დაინიშნა სპაციალური, 1964 წლის კონკურში გამარჯვების გამო. პიმის განახლებული ნაგებობა 1972 წელს გაიხსნა და ეს ამ დიზაინერის ერთადერთი დასრულებული ნამუშევარია. მუზეუმის ძველი შენობა გაზეთებში არაერთხელ გამოაქვეყნეს და განახლებამდე ის ბრუტალიზმის ნიმუშს წარმოადგენდა.[3]

1940-იანი წლებიდან ოლსტერის მუზეუმში გაიზარდა თანამედროვე ირლანდელი ხელოვანების ნამუშევრების კოლექცია. ამ კოლექციაში ძირითადად ოლსტერში მცხოვრები ხელოვანების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

1998 წელს ოლსტერის მუზეუმი გაერთიანდა ოლსტერის ფოლკლორისა და ტრანსპორტის მუზეუმთან, ასევე ოლსტერისა და ამერიკის ფოლკლორულ პარკთან, რათა ჩამოყალიბებულიყო ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმები და გალერეები.

2005 წლის ივლისში, მუზეუმის განახლების შესახებ გახდა ცნობილი და ამისათვის 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიყო. განახლებისათვის თანხა გამოყო ეროვნულმა მემკვიდრეობის ფონდმა და კულტურის, ხელოვნებისა და თავისუფალი დროის დეპარტამენტმა (DCAL). 2006 წლის ოქტომბერში ოლსტერის მუზეუმი დაიხურა და 2009 წლამდე არ გახსნილა სარემონტო სამუშაოების გამო.[4][5]

ოლსტერის მუზეუმი ხელმეორედ გაიხსნა 2009 წლის ოქტომბერში, თავდაპირველი გახსნიდან 80 წლის შემდეგ. პირველივე თვეში მუზეუმს 100 000-ზე მეტი პირი ეწვია.[6][7] ხელახლა გახსნის შემდეგ მუზეუმის მმართველებმა ორშაბათობით დასვენების დღე დააწესეს, რის გამოც ოლსტერის მუზეუმი როგორც საზოგადოებამ, ასევე პრესამ ძალიან გააკრიტიკა.[8] ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმების შემადგენლობაშ არსებული ყველ დაწესებულება იხურება ორშაბათობით. ეს გადაწყვეტილება კულტურის, ხელოვნებისა და თავისუფალი დროის დეპარტამენტმა მიიღო.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის გალერეები მოიცავს ინფორმაციას ჩრდილოეთ ირლანიის ისტორიის ყველა ეტაპიდან (უძველესი ისტორიიდან უახლესის ჩათვლით). დაწესებულებაში ასევე ინახება ხელოვნების კოლექციები (ძირითადად თანამედროვე ხელოვნება და ეთნოგრაფია), ისტორიული და თანამედროვე მოდისა და ქსოვილების კოლექცია. ოლსტერის მუზეუმი ასევე აწყობს გამოფენებს.

ოლსტერის მუზეუმის სამეცნიერო კოლექცია მოიცავს ირლანდიის კუნძულზე მობინადრე ფრინველების, ძუძუმწოვრების, მწერების, მოლუსკების, ზღვის უხერხემლოების, ყვავილოვანი მცენარეების, წყალმცენარეებისა და ლიქენების კოლექციებს. ასევე არსებობს წიგნებისა და ხელნაწერების არქივები, რომლებიც ირლანდიის ბუნების ისტორიასთანაა დაკავშირებული. მუზეუმი ასევე ხელმღვანელობს ბუნების ისტორიის ვებ-გვერდს, სახელწოდებით: „Habitas'“.[9] 1980-იანი წლების მიწურულსა და 1990-იანი წლების დასაწყისში მუზეუმში მოწყობილი იყო დინოზავრების შესახებ მუდმივი გამოფენა, სადაც ექსპონატების რაოდენობა მოგვიანებით ძალიან შემცირდა. ასევე არსებობს კოლექციები: პეტროლოგიის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიის შესახებ.

ირლანდიის არქეოლოგიის კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი მოიცავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტებს, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიაშია აღმოჩენილი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთები ძველად ბრიტანეთის მუზეუმში, მოგვიანებით დუბლინში, ამჟამად კი ირლანდიის ეროვნულ მუზეუმში იგაზვნება. ოლსტერის მუზეუმის კოლექციაში დაცულია ნეოლითის პერიოდის ნაჯახის თავები, მეზოლითის პერიოდის ხავსით დაფარულ ქვის იარაღებს, ბრინჯაოს ხანის დროინდელ მნიშვნელოვან ოქროს ნაკეთობებს, ვიკინგების განძსა და შუა საუკუნეების მონეტებს.

ოლსტერის მუზეუმში ასევე დაცულია ბრინჯაოს ხანის ძვირფასეულობა, რომელიც მოიცავს ირლანდიულ ოქტოს ლუნლუას, მნიშვნელოვან კელტური ხელოვნების ნიმუშებს. ასევე დაცულია მდინარე შანონში აღმოჩენილი ვერცხლით გაფორმებული ფარი, ბანის დისკო, ტრისკელიონის ვერცხლის დეკორაცია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Deane, C. Douglas 1983. The Old Museum. in The Ulster Countryside. Century Books, The Universities Press (Belfast) Ltd. ISBN 0-903152-17-7
  • Bourke, M. 2011. The Story of Irish Museums 1790 – 2000. Cork University Press. ISBN 1-85918-475-8
  • Kertland, M.P.H. 1967. The specimens of Templeton's in the Queen's University Herbarium. Ir. Nat J. 15:318–322.
  • Kertland, M.P.H. 1966. Bi-centenary of the birthday of John Templeton. Ir. Nat. J. 15: 229–323.
  • McCrum, Elizabeth. 1996. Fabric and Form: Irish Fashion Since 1950.
  • Weatherall, Norman (text) and Evans, David (paintings) 2002 South Belfast terrace and Villa. Cottage Publications ISBN 1900935287

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ALVA - Association of Leading Visitor Attractions. ციტირების თარიღი: 23 October 2020
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-13. ციტირების თარიღი: 2021-09-27.
  3. O'Toole, Shane. (31 December 2006) Apocalypse now, if we are not careful. The Sunday Times. ციტირების თარიღი: 2007-07-08
  4. „Museum doors close for renovation“. BBC. 2 October 2006. ციტირების თარიღი: 2007-07-08.
  5. P.Larmour 1987 Belfast An Illustrated Architectural Guide. Friar's Bush Press. ISBN 0-946872-10-4
  6. Museum tops 100,000. BelfastTelegraph.co.uk.
  7. Ulster Museum to reopen after £17m revamp. The Irish Times (21 October 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2021.
  8. „BBC NEWS – UK – Northern Ireland – Museum's never on a Monday policy“. bbc.co.uk.
  9. Habitas :: National Museums Northern Ireland. ციტირების თარიღი: 4 June 2018