ოლიმპიური პარკი (სეული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სეულის ოლიმპიური პარკი
올림픽공원
Olympic Park 올림픽공원 (5477801431).jpg
მდებარეობა
37°31′15″ ჩ. გ. 127°07′22″ ა. გ. / 37.52083° ჩ. გ. 127.12278° ა. გ. / 37.52083; 127.12278
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ძირითადი ინფორმაცია
ფართობი 1,45 მლნ. მ²
ოლიმპიური პარკი (სეული) — სამხრეთი კორეა
ოლიმპიური პარკი (სეული)

სეულის ოლიმპიური პარკი (კორ. 올림픽공원) — ერთ-ერთი უდიდესი პარკი სეულში. მდებარეობს სეულის ერთ-ერთ რაიონში — პანი-დონგში. მოიცავს დაახლოებით 1,45 მილიონ მ² ფართობს. 1986 წლის აზიური თამაშების და 1988 წლის ოლიმპიური თამაშების სამზადისისას პარკში უამრავი სპორტული ობიექტი განთავსდა, აგრეთვე ოლიმპიური მუზეუმი, სეულის ოლიმპიური ხელოვნების მუზეუმი (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკულპტურების ბაღი) და ციხე მონჩჰონთოსონი (Monchhonthoson) და ადრეული პექჩეს ეპოქის ხელოვნური ტბა მონჩჰონთეკზა (Monchhonthekzha).

სპორტული ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია სტადიონები და სპორტული ობიექტები, სადაც 1986 წლის აზიური თამაშების შეჯიბრებები და 1988 წლის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა.[1] სამი შიდა სპორტული სასახლე განკუთვნილია 15, 7 და 3,4 ათას მაყურებლისათვის. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ჩოგბურთის სტადიონზე 10 000 მაყურებელის დატევაა შესაძლებელი.[2] ასევე პარკში არის ოლიმპიური ველოდრომი და საცურაო აუზი.[3] მასობრივი გამოყენებისათვის განკუთვნილია სარბენი ბილიკები და სათამაშო მოედანი როლიკებისთვის.[4] 17-სართულიანი ოლიმპიური ცენტრის ტერიტორია, რომლის მშენებლობა 1986 წელს დასრულდა, 17,3 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია.

კულტურული პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკში მდებარე მონჩჰონთოსონის (Monchhonthoson) ციხე და ადრეული პექჩეს ეპოქის ხელოვნური ტბა მონჩჰოთეკზა (Monchhonthekzha).[4] ციხის კედლები, რომელიც აშენებულია არც ისე მაღალ ბუნებრივ გორაზე, ჩრდილოეთიდან განხორციელებული შეტევების მოსაგერიებლად, თიხისგან არის აშენებული და ახლავს ჩრდილოეთით აღმართული ხის მესერი. ციხესიმაგრის გარშემო ფართო და ღრმა თხრილია გათხრილი. 1983-1989 წლებში, გათხრებისას ციხესიმაგრეში ნაპოვნი იქნა პექჩეს ეპოქის იარაღი და ჭურჭელი. ციხესიმაგრიდან ჩრდილოეთის კარიბჭემდე მდებარეობს მონჩჰონის ისტორიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია პექჩეს ეპოქის არქეოლოგიური აღმოჩენები.[5] პარკის სხვა მუზეუმებია ოლიმპიური მუზეუმი და სეულის სამხატვრო ოლიმპიური მუზეუმი (SOMA).[4]

ოლიმპიურ პარკში მდებარე ხელოვნების ცნობილი ნიმუშია რკინა-ბეტონით დამზადებული „მშვიდობის კარიბჭე დედამიწაზე“. სკულპტურის სიმაღლე 24 -ია, სიგრძე — 62 მ და სიგანე — 37 მ. კარიბჭისკენ მიმავალი ხეივნის გასწვრივ, 3 მეტრის სიმაღლის 30 სვეტია განლაგებული, რომელთა თავზე მოთავსებულია ბრინჯაოს ნიღბები.[1] „მშვიდობის კარიბჭის“ მიღმა მდებარეობს მშვიდობის მოედანი, საიდანაც მატარებელი პარკის გავლით გადის მატარებელი „ჰოდორი“.[4] 1988 წელს პარკში გაიხსნა სკულპტურა „მშვიდობის ჩირაღდანი“ — მარადიული ცეცხლი, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ხუან ანტონიო სამარანჩმა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა იმავე წლის 12 სექტემბერს აანთეს.[1]

კულტურული პროგრამა პარკის მნახველებს სთავაზობს ღიაცისქვეშა სკულპტურულ ბაღს, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ხუთეულშია შესული, და მუსიკალურ შადრევანს.[4] პარკის ტერიტორიაზე იზრდება ორი ხე — გინკგო (თითქმის 500 წლისაა და მოჩოჰონტაკონის ციხესიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს) და ძელქვა (თითქმის 400 წლისაა და სკულპრურული ბაღის ახლოს მდებარეობს), რომელიც დაცულია კანონის ძალით.[5] პარკის ტერიტორიაზე, ეკოსისტემის დაცვის მიზნით გაშვებულია შავი გარეული იხვი, საშუალო ოყარი, ხოხობი, გუგულები, კოდალები, კორეულ ენოტი, ციყვები და ბაყაყები.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Holy Land of Peace. Korea Sports Promotion Foundation. წაკითხვის თარიღი: 2015-12-14.
  2. Seoul Olympic Park facilities. Korea Sports Promotion Foundation. წაკითხვის თარიღი: 2015-12-14.
  3. Olympic Park Guide Map. Korea Sports Promotion Foundation. წაკითხვის თარიღი: 2015-12-14.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Олимпийский парк. Национальная Организация Туризма Кореи. წაკითხვის თარიღი: 2015-12-14.
  5. 5.0 5.1 Mongchon Fortress. Korea Sports Promotion Foundation. წაკითხვის თარიღი: 2015-12-14.