ოლიმპიური მუზეუმი
| ოლიმპიური მუზეუმი | |
|---|---|
| ფრანგ. Musée olympique | |
|
| |
| 46°30′31″ ჩ. გ. 6°38′02″ ა. გ. / 46.50861° ჩ. გ. 6.63389° ა. გ. | |
| დაარსდა | 1993 |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | ლოზანა[1] [2] და Lausanne District |
| ოფიციალური საიტი | https://www.olympic.org/museum |
![]() | |
ოლიმპიური მუზეუმი — ოლიმპიური მოძრაობის მუზეუმი, რომელიც ლოზანაში მდებარეობს.
მუზეუმი მდებარეობს ჟენევის ტბის სანაპიროზე, უშის მაღლობებზე. იგი მასპინძლობს სპორტულ ინფრასტრუქტურასთან და ოლიმპიურ მოძრაობასთან დაკავშირებული ხელოვნების ნიმუშების დროებით და მუდმივ გამოფენებს.
ექსპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლოზანას ოლიმპიური მუზეუმი 10 000-ზე მეტი ექსპონატით, მსოფლიოში უდიდესი ოლიმპიური სპორტის მუზეუმია. შენობაში სამ სართულზე განთავსებულია დროებითი და მუდმივი გამოფენები (ოლიმპიური სამყარო, ოლიმპიური თამაშები და ოლიმპიური სული).
მუზეუმის მიმდებარედ მდებარეობს თვალწარმტაცი პარკი, სადაც უამრავი სპორტული თემატიკის ქანდაკებაა განთავსებული, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ფრანგი მხატვრის, ოგიუსტ როდენის „ამერიკელი სპორტსმენი“ და მისი თანამემამულის, ნიკი დე სენ-ფალის „ფეხბურთელები“.
მუზეუმის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი დაარსდა 1993 წლის 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ხუან ანტონიო სამარანჩის ინიციატივით, რომელმაც ლოზანაში ოლიმპიური კვლევების მუზეუმისა და ცენტრის შექმნა გადაწყვიტა. ორი წლის შემდეგ, ოლიმპიურმა მუზეუმმა მოიპოვა „1995 წლის ევროპის მუზეუმის“ ტიტული. ეს ვიზიტორების რაოდენობის სიდიდით შვეიცარიაში მეორე მუზეუმია.
მუზეუმის არქიტექტორები იყვნენ მიგელ ესპინე (ინტერიერის), პედრო რამირეს ვასკესი და ჟან-პიერ კაენი (ექსტერიერის). შენობის არქიტექტურული სტილი კლასიკური მოდერნიზმია. მისი მარტივი, სუფთა ხაზები მარადიული ხასიათის მატარებელია, მაგრამ მრავალი სიმბოლო ოლიმპიური თამაშების სულისკვეთებასა და წარმოშობაზე მეტყველებს.
მუზეუმის შენობა ასევე საკონფერენციო ცენტრიცაა, რომელიც მოიცავს 180 ადგილიან მაყურებელთა დარბაზს და რამდენიმე საკონფერენციო დარბაზს, სადაც შესაძლებელია 700 ადამიანის მიღება ან სუფრის გაშლა 300 სტუმრისთვის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Swiss GLAM Inventory, 16 September 2016 — 2016.
- ↑ 2.0 2.1 Swiss Inventory of Cultural Property of National Significance, February 2017 — Swiss Federal Office for Civil Protection, 2017.
