ლიონის ოლიმპიკი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოლიმპიკი ლიონი (საფეხბურთო კლუბი))
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლიონი
ლოგო
სრული სახელი ლიონის ოლიმპიკი
დაარსდა 1899/1950[1]
სტადიონი სტად ჟერლანი
(ტევადობა: 40 500 მაყურებელი [1])
პრეზიდენტი საფრანგეთის დროშა ჟან მიშელ-ოლია
მწვრთნელი საფრანგეთის დროშა რემი გარდი
კაპიტანი საფრანგეთის დროშა მაქსიმ გონალონი
ლიგა ლიგა 1
2012-13 3
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ლიონის ოლიმპიკი, ან ლიონი (ფრანგ. Olympique Lyonnais) — ფრანგული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლიონიდან, დაარსებული 1950 წელს. კლუბი მდებარეობს ლიონის უბან ჟერლანში. 1989 წლის შემდეგ ლიონი ლიგა 1-ში გამოდის.

თავის საშინაო შეხვედრებს ლიონი მართავს სტად ჟერლანზე და ვარჯიშობს ლიონში ტოლა ვოლოჟის ცენტრში. კლუბს შვიდჯერ აქვს მოგებული ლიგა 1, 4-ჯერ არის ქვეყნის თასის მფლობელი და აქვს მოპოვებული 1 საფრანგეთის ლიგის თასი, ლიონი არის საფრანგეთის ერთ-ერთი წარმატებული კლუბი.

კლუბი თავისი ძლიერების პიკში იყო 2002-2008 წლებში, როდესაც კლუბი ზედიზედ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, რაც საფრანგეთის რეკორდია ზედიზედ მოგებული ჩემპიონატისთვის. საერთაშორისო დონეზე ლიონი გამოდის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნეზე, ჩემპიონთა ლიგაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგული კლუბი ლიონის ოლიმპიკი დაარსდა 1950 წელს ორი კლუბის შეერთებით საფეხბურთო კლუბი ლიონი და ლიონის უნივერსიტეტის გუნდის შეერთებით. საფეხბურთო კლუბი ლიონი დაარსდა 1899 წელს და ლიონის ლიმპიკის ოფიციალური დაარსების თარიღადაც 1899 წელია მიჩნეული. «ლომების» სტადიონი სტად ჟერლანი იტევს 40 500 მაყურებელს. ყველაზე მეტი მაყურებელი სტადიონზე დაფიქსირდა 1980 წლის 9 სექტემბერს, რონის დერბში სენტ ეტიენთან, ოფიციალური მონაცემებით თამაშს 48 552 მაყურებელი დაესწრო. ლიონი XXI საუკუნის დასაწყისის ყველაზე წარმატებული ფრანგული კლუბია. 1960-1970 წლებში ლიონი წარმატებით გამოდიოდა საფრანგეთის თასზე. 1987 წლამდე ლიონი 4 წელი გამოდიოდა ლიგა 2-ში. შემდეგ კლუბის სათავეში მოვიდა ჟან მიშელ-ოლია. მისი წყალობით კლუბმა ფინანსურ წარმატებას მიაღწია და 1989 წლიდან დღემდე ლიგა 1-ში გამოდის.

ამ ორი წლის განმავლობაში კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა რაიმონ დომენეკმა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კლუბი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია. პირველი ჩემპიონის ტიტული ლიონმა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა 2001-2002 წლის სეზონის უკანასკნელ ტურში, საშინაო შეხვედრაში ლანსის წინააღმდეგ, ეს იყო ლიონის წარმატების დასაწყისი ამის შემდეგ კლუბმა ზედიზედ 6-ჯერ მოიგო ჩემპიონატი. “Deloitte”-ს ცნობით 2009 წლისათვის ლიონის ბიუჯეტი 139,6 მილიონ ევროს შეადგენდა და ამ დროისთვის საფრანგეთის ყველაზე მდიდარი კლუბი იყო.[2]

წარმატებები ჩემპიონთა ლიგაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ლიონი რეგულარულად გადის ჩემპიონთა ლიგაზე. 2004 წლის შემდეგ ლიონი ყოველ წელს ცდება ჯგუფურ ეტაპს, 2009-2010 წლის სეზონში კლუბი გავიდა ნახევარფინალში,სადაც მიუნხენის ბაიერნთან 2 მატჩის ჯამში 4-0 წააგო.

სამწვრთნელო შტაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მთავარი მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა რემი გარდი
  • მწვრთნელის თანაშემწე: საფრანგეთის დროშა ბრიუნო ჟენეზიო
  • მეკარეების მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა ჟოელ ბატი
  • ფიზ. მომზადების მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა რობერტ დიუვერნი
  • ფიზ. მომზადების მწვრთნელი: საფრანგეთის დროშა ალექსანდრ დელალი
  • ფიზიოთერაპევტი: საფრანგეთის დროშა რედისი აბდელჟელილი
  • ფიზიოთერაპევტი: საფრანგეთის დროშა სილვენ რუსო
  • ფიზიოთერაპევტი: საფრანგეთის დროშა პატრიკ პერე
  • პროფესიული გუნდის მენეჯერი: საფრანგეთის დროშა კრისტოფ ტონი

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით[3]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 პორტუგალიის დროშა მეკარე ენტონი ლოპეში
2 კოტ-დ’ივუარის დროშა მცველი სინალი დიომონდე
3 ალჟირის დროშა მცველი ჯამელ ბენლამრი
4 ბრაზილიის დროშა ნახევარმცველი ჟან ლუკასი
5 ბელგიის დროშა მცველი ჯეისონ დენაიე
6 ბრაზილიის დროშა მცველი მარსელო
7 კამერუნის დროშა თავდამსხმელი კარლ ტოკო ეკამბი
8 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი ჰუსემ აუა
9 საფრანგეთის დროშა თავდამსხმელი მუსა დემბელე
10 ნიდერლანდების დროშა თავდამსხმელი მემფის დეპაი (კაპიტანი)
11 ზიმბაბვეს დროშა თავდამსხმელი ტინო კადევერე
ნომერი პოზიცია მოთამაშე
12 ბრაზილიის დროშა ნახევარმცველი ლუკას პაკეტა
14 საფრანგეთის დროშა მცველი ლეო დუბუა
18 საფრანგეთის დროშა თავდამსხმელი რაიან შერკი
19 თურქეთის დროშა მცველი ჯენკ ოზკაჩარი
22 იტალიის დროშა მცველი მატია დე შილიო
23 ბრაზილიის დროშა ნახევარმცველი ტიაგო მენდეში
25 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი მაქსენს კაქერე
26 საფრანგეთის დროშა მცველი მელვინ ბა
27 კოტ-დ’ივუარის დროშა თავდამსხმელი მაქსველ კორნე
30 გერმანიის დროშა მეკარე იულიან პოლერსბეკი
39 ბრაზილიის დროშა ნახევარმცველი ბრუნო გიმარაეში

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://www.olweb.fr/en/
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-03. ციტირების თარიღი: 2013-08-20.
  3. Players and staff | Men. OLWeb.fr. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2020.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური