ოლივია კულპო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლივია ფრანსეს კულპო

კულპო2013 წლის თებერვალში
მშობლიური სახელი ინგლ. Olivia Culpo
დაბადების თარიღი 8 მაისი, 1992 (1992-05-08) (31 წლის)
კრენსტონი, როდ-აილენდი, ამერიკის შეერთებული შტატები
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 170 სანტიმეტრი
ჯილდოები მის როდ-აილენდი 2012,
მის აშშ 2012,
მის სამყარო 2012

ოლივია ფრანსეს კულპო (ინგლ. Olivia Frances Culpo,[1] დ. 8 მაისი, 1992)[2][3]ამერიკელი ინფლუენსერი[4][5] და მოდელი.[6] მის როდ-აილენდში გამარჯვების შემდეგ მოდელმა მოიპოვა მის ამერიკის ტიტული და საბოლოოდ მის სამყაროს გამარჯვებული გახდა. ის ასევე არის მსახიობი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულპო დაიბადა კრენსტონში, როდ-აილენდში, სუსანისა და პიტერ კულპოს ოჯახში.[3] ის ხუთ დედმამიშვილს შორის შუათანაა.[3] მამამისი ბოსტონის მახლობლად ბიზნესს ფლობს.[3] ის კრენსტონის გარეუბანში, იჯვუდში გაიზარდა.[7] დედამისს იტალიური და ირლანდიული ფესვები აქვს.[8][9]

კულპომ ჩააბარა გოგონათა კათოლიკურ სკოლაში, მოგვიანებით კი ჩაირიცხა ბოსტონის უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლა არ დაუსრულებია.[3] ის მეორე კლასიდან უკრავს ჩელოზე[10] და როდ-აილენდის ფილარმონიის ახალგაზრდულ ორკესტრში უკრავდა. მოდელი ასევე იყო როდ-აილენდის ფილარმონიის პალატის ანსამბლში და როდ-აილენდის საყოველთაო ორკესტრში.[11] მან ჩააბარა ბრევარდის მუსიკალურ კოლეჯში, ქალაქ ბრევარდში, ჩრდილოეთი კაროლინაში, სადაც ორი ზაფხულის განმავლობაში სწავლობდა. სწავლის პერიოდში მოდელი Boston Accompanietta-ში ირიცხებოდა, უკრავდა და მღეროდა კიდეც.[11][3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილამაზის კონკურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს, მის როდ აილენდში გამარჯვების შემდეგ, კულპო მის ამერიკის სილამაზის კონკურსზე გაემგზავრა ლას ვეგასში, ნევადაში 3 ივნისს და გაიმარჯვა კიდეც.[12][13]

6 ივლისს კულპოს მშობლიურ ქალაქში, კრენსტონში, როდ-აილენდი მის სამყაროს დახვედრის ღონისძიება გაიმართა. ცერემონია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, Cranston City Hall-ზე მოეწყო. როდ-აილენდის გუბერნატორმა, ალან ფუნგმა ოლივია კულპოს ქალაქის გასაღები გადასცა.[14]

ოლივია კულპომ მის სამყაროს 2012 წლის დაჯილდოებაზე ამერიკის შეერთებული შტატები წარადგინა. ღონისძიება ლას-ვეგასში, ნევადაში ჩატარდა, სადაც კულპომ გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვა.[15] გამარჯვებით მოდელი მე-8 ამერიკელი გახდა, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებაზე გამარჯვება შეძლო (სხვა გამარჯვებულებს შორისაა: მის სამყარო 1954 - მირიამ სტივენსონილ მის სამყარო 1955 - ქეროლ მორისი; მის სამყარო 1960 - ლინდა ბერემენტი; მის სამყარო 1967 - სილვია ჰიჩკოკი; მის სამყარო 1980 - შონ ვითერლი; მის სამყარო 1995 - ჩელსი სმიტი და მის სამყარო 1997 - ბრუკ ლი). კულპო არის პრიველი ამერიკელი 1997 წლიდან, რომელმაც მის სამყაროში გაიმარჯვა. ის ასევე პირველი როდ-აილენდელია, რომელმაც მის სამყარო მოიგო. კულპოს გვირგვინი წინა წლის გამარჯვებულმა, ანგოლის წარმომადგენელმა ლეილა ლოპესმა გადასცა.[16]

2013 წლის იანვარში კულპო ინდონეზიას ეწვია და ადგილობრივი სილამაზის კონკურსის გამარჯვებულს 1-ელ თებერვალს ჯაკარტაში გვირგვინი დაადგა. ის ასევე ესტუმრა ბალის, ჯოკიაკარტასა და სურაბაიას. ჯაკარტაში კულპომ მოაწყო დისკუსია ახალგაზრდა ინდონეზიელებთან ერთად ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსების შესახებ. დისკუსია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა ამერიკის საელჩოში.[17]

25 აგვისტოს კრენსტონის ქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ალბერტის ავენიუზე კულპოს სახელის დართვის შესახებ. ქუჩა მოდელის მშობლიურ რაიონზე, ეჯვუდზე გადის და ბროდ სტრიტსა და ნარაგანსეტის ბულვარს შორის მდებარეობს.[18]

10 სექტემბერს კულპომ მონაწილეობა მიღო შერილ ჰილის მოდის შოუზე, რომელიც ტრამ თაუერში, ნიუ-იორკში მოეწყო. კულპო იმყოფებოდა ინდოეთში 27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე.[19] 9 ნოემბერს კულპომ ახალ მის სამყაროს, ვენესუელელ გაბრიელა ისლერს გვირგვინი დაადგა.

სილამაზის კონკურსის გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულპო სოციალურ ქსელებში აქტიურია. მას ჰყავს მილიონობით მიმდევარი Twitter-ზე, Instagram-სა და YouTube-ზე. ის მრავალი სილამაზისა და მოდის ბრენდების სახე და მოკავშირეა. მისი, როგორც ინფლუენსერის[20][21] თანამშრომელ კომპანიებს შორისაა: L'Oréal, Kipling,[22] და Uberliss[23] ის ასევე არის Sports Illustrated-ის სახე[24] და გაზეთის 2020 წლის ნომერზე გამოჩნდა ჟასმინ სანდერსსა და კეიტ ბოკთან ერთად.[25] მოდელი ასევე მონაწილეობს რეალით შოუში სახელწოდებით მოდელთა რაზმი (2018). დამატებით კულპოს აქვს როლები 2018 წლის ფილმებში: შემთხვევით სექსუალური და საპასუხო დარტყმა, ასევე მონაწილეობს 2020 წლის ციფრულ ფილმში ჩვეულებრივი რუტინა.

2017 წლის აგვისტოში კულპომ ოჯახთან ერთად რესტორანი გახსნა როდ-აილენდში.[26]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013-დან 2015 წლამდე ოლივია კულპო ურთიერთობაში იყო ნიკ იონასთან.[27] ის ასევე ურთიერთობაში იყო ტიმ ტებოუსთან 2015 წლის ნოემბრამდე. [28] მას ასევე ჰქონდა ურთიერთობა დენი ამენდორასთან 2016 წლის თებერვლიდან 2019 წლის აპრილამდე.[29][30] 2019 წლის ზაფხულში მოდელმა ურთიერთობდა დაიწყო ფეხბურთელ კრისტიან მაკ-კრაფისთან.[31]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი როლი შენიშვნა
2014 სხვა ქალი ყვავისთმიანი ლამაზანი კამეო
2017 ამერიკელი სატანა გრეტჩენი
2018 შემთხვევით სექსუალური ჰოუპი
2018 საპასუხო დარტყმა კრისტინა
2020 ჩვეულებრივი რუტინა ლაურა ჯეინი
ვენერა როგორც ბიჭი რუბი

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური როლი შენიშვნა
2017 ჯოჯოხეთის სამზარეული საკუთარი თავი ეპიზოდი: „ჯოჯოხეთის პატარა ნაჭერი“
2018 მოდელთა რაზმი
2021 სამოთხე ქალაქი გრეტჩენი

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური შემსრულებელი როლი
2014 „Jealous“ ნიკ იონასი საკუთარი თავი
„Amor“ ემინ აგალაროვი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kumbarji, Ceylan. (April 22, 2016) Interview: Olivia Culpo. Taylor Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 26, 2019. ციტირების თარიღი: June 11, 2019
  2. Rhode Island – Olivia Culpo. Miss Universe Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 12, 2016. ციტატა: „Born: May 8“ ციტირების თარიღი: April 25, 2016
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Pelletier, Jenna (July 26, 2012). „Miss USA: Crowning achievement for RI-born Culpo: She's now the first Miss Rhode Island to win the Miss USA crown in the event's 61-year history“. The Providence Journal. Providence, Rhode Island. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 10, 2015. ციტირების თარიღი: May 10, 2015. ციტატა: „Nearly a month after winning Miss USA 2012, Culpo, 20 [as of July 26, 2012]...“
  4. Barretto, Jennifer. (March 6, 2018) Olivia Culpo on beauty and the influencer life. Gulf News. ციტირების თარიღი: July 27, 2019
  5. Feitelberg, Rosemary (February 21, 2017). „Olivia Culpo Talks Gigi Hadid, Oscar Night Plans, New Rampage Ads“. Women's Wear Daily. ციტირების თარიღი: August 3, 2019.
  6. Wally, Maxine (November 8, 2018). „Exclusive: Olivia Culpo Signs With The Society Management“. WWD. ციტირების თარიღი: August 2, 2019.
  7. Berger, Rebekah. (June 4, 2012) Cranston's Culpo Crowned Miss USA. WPRO. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 4, 2012. ციტირების თარიღი: November 6, 2012
  8. Miss USA 2012: Olivia Culpo Crowned, Beats Latina Beauties. Fox News Latino (June 4, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 18, 2015. ციტატა: „She said she comes from a big, Italian family and speaks some Italian.“ ციტირების თარიღი: November 6, 2012
  9. 15 Facts to know about Olivia Culpo. Pageants News (September 9, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: თებერვალი 25, 2021.
  10. Fisher, Luchina. (June 4, 2012) Olivia Culpo: Five Things About Miss USA 2012. ABC News. ციტირების თარიღი: February 22, 2019
  11. 11.0 11.1 About Olivia. Miss Rhode Island USA. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 30, 2012. ციტირების თარიღი: November 6, 2012
  12. Naughton, Michael (June 3, 2012). „Five things to know about Boston University student Olivia Culpo, the new Miss USA“. Metro. Boston, Massachusetts. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 6, 2012. ციტირების თარიღი: November 6, 2012.
  13. „Miss USA 2012: Miss Rhode Island Olivia Culpo named Miss USA 2012“. Daily News. New York City. June 4, 2012. ციტირების თარიღი: February 22, 2019.
  14. Kalunian, Kim. (July 10, 2012) Miss USA visits her Rhode Island hometown. Cranston Herald. ციტირების თარიღი: September 7, 2012
  15. Olivia Culpo. Miss Universe, L.P.. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 3, 2015. ციტირების თარიღი: August 11, 2015
  16. PAGEANT UPDATES: Miss USA 2012 is Olivia Culpo! ~ Beauty Mania .biz® – Everybody is Born Beautiful!!. Beautymania.biz (June 3, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 15, 2012. ციტირების თარიღი: November 6, 2012
  17. Curran, John. (February 13, 2013) Miss Universe talks HIV prevention in UNFPA youth dialogue. UNFPA Indonesia. ციტირების თარიღი: November 8, 2018
  18. Street to be Named after Cranston's Culpo, Miss Universe. Cranston, Rhode Island Patch (August 26, 2013). ციტირების თარიღი: April 26, 2015
  19. Miss Universe Olivia Culpo to be charged for violating rules at Taj Mahal. Biharprabha News (October 8, 2013). ციტირების თარიღი: October 8, 2013
  20. Segal, Lindy; Talarico, Brittany. How to Instagram Like Olivia Culpo. People (August 31, 2017). ციტირების თარიღი: July 28, 2019
  21. Simon, Samantha. (September 20, 2018) Olivia Culpo Has a "Moral Clause" When it Comes to Posting Sponsored Content. InStyle. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 25, 2019. ციტირების თარიღი: July 26, 2019
  22. Shapiro, Jared. (January 3, 2017) Model Olivia Culpo on Cyberbullying, Why She Didn't Consider Herself Beautiful, & What She Loves about Miami. Ocean Drive. ციტირების თარიღი: February 15, 2018
  23. Strause, Jackie. (June 14, 2015) Olivia Culpo Sizzles in First Beauty Campaign. Harper's Bazaar. ციტირების თარიღი: July 20, 2019
  24. Hendrix, Kelsey. (January 17, 2018) Olivia Culpo, Hunter McGrady and Ebonee Davis are Sports Illustrated Swimsuit 2018 Rookies. Sports Illustrated. ციტირების თარიღი: February 15, 2018
  25. Giunta, Joanna. Your Sports Illustrated Swimsuit 2020 Cover Models Are Kate Bock, Jasmine Sanders and Olivia Culpo en-us. ციტირების თარიღი: July 13, 2020
  26. Goldstein, Meredith. (August 29, 2017) Olivia Culpo opens a restaurant in Rhode Island. The Boston Globe. ციტირების თარიღი: April 24, 2018
  27. Zauzmer, Emily. (September 4, 2018) Olivia Culpo Is 'So Happy' for Ex-Boyfriend Nick Jonas' Engagement to Priyanka Chopra. People. ციტირების თარიღი: May 27, 2019
  28. D'Zurilla, Christie. (November 30, 2015) Olivia Culpo, Tim Tebow have apparently stopped whatever it was they were doing — or not doing. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: May 27, 2019
  29. Frey, Kaitlyn. (January 2, 2019) Olivia Culpo and Danny Amendola Appear to Reconcile After NFL Star Got Close to Another Woman. People. ციტირების თარიღი: May 27, 2019
  30. Nesbitt, Andy. (April 20, 2019) Danny Amendola posts really long rant about his ex-girlfriend Olivia Culpo. USA Today. ციტირების თარიღი: June 7, 2019
  31. Olivia Culpo's Relationship with NFL Player Christian McCaffrey Is 'Really Great' 6 Months In en. ციტირების თარიღი: December 30, 2019