ოლივია დინი
| ოლივია დინი | |
|---|---|
|
დინი BST Hyde Park-ზე 2025 წელს. | |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | ოლივია ლორინ დინი |
| დაბ. თარიღი | 14 მარტი, 1999 (27 წლის) |
| დაბ. ადგილი | ჰარინგეი, ლონდონი, ინგლისი |
| ჟანრ(ებ)ი | R&B, პოპი, სოული, ნეო-სოული. |
| საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ფორტეპიანო, გიტარა. |
| აქტიური | 2014-დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი | AMF, EMI, Capitol, Polydor |
| ხელმოწერა |
|
| საიტი | oliviadeano.com |
| ოლივია დინი ვიკისაწყობში | |
ოლივია ლორინ დინი (დ. 14 მარტი, 1999) — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. [1]გამოუშვა ორი სტუდიური ალბომი: Messy (2023) და The Art of Loving (2025), ასევე ორი ლაივ ალბომი და ოთხი EPs. 2021 წელს დინი Amazon Music-მა წლის გამორჩეულ არტისტად დაასახელა, ხოლო 2023 წელს აირჩიეს BBC Music Introducing-ის წლის არტისტად. [2]
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლივია ლორინ დინი დაიბადა 1999 წლის 14 მარტს, ლონდონის ჰარინგეის რაიონში იამაიკურ-გაიანელი დედისა და ინგლისელი მამის ოჯახში. ოლივიას ბებია გაიანიდან დიდ ბრიტანეთში 18 წლის ასაკში გადმოვიდა, როგორც Windrush-ის თაობის წარმომადგენელი.[3] დინის შუა სახელი „ლორინი“ ოჯახს ამერიკელი მუსიკოსის ლორინ ჰილის სიყვარულმა შთააგონა.
დინი გაიზარდა ჰაიამის პარკში და ამბობს, რომ ზოგჯერ თავს უცხოდ გრძნობდა შერეული რასის წარმომადგენლობის გამო. დინის მამა ხშირად უსმენდა მუსიკას და ერთად ცეკვავდნენ სამზარეულოში. დაწყებით სკოლაში დინმა კონკურსზე შეასრულა სიმღერა „Tomorrow“ მიუზიკლიდან Annie და ისე ნერვიულობდა, რომ თავდაპირველად აუდიტორიას ზურგი შეაქცია და სცენის შიშის გამო ტირილი დაიწყო, თუმცა მეორე ადგილი მაინც დაიკავა. დინი დადიოდა მუსიკალური თეატრის გაკვეთილებზე შაბათის სკოლაში და მონაწილეობდა გოსპელის გუნდში.[4]
15 წლის ასაკში მიიღეს BRIT School-ში და ყოველდღე სამსაათიანი მგზავრობა უწევდა. თავდაპირველად თეატრალური მიმართულებით სწავლობდა, მაგრამ შემდეგ დაინტერესდა სიმღერების წერით და დედა დაარწმუნა,[5][6] რომ მეორადი პიანინო ეყიდა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017–2024: კარიერის დასაწყისი და Messy
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დინმა სიმღერების წერა 16 წლის ასაკში დაიწყო, თვითონ სწავლობდა გიტარაზე და პიანინოზე დაკვრას. [3][6][7] დინი თავის გამოსაშვებ კონცერტზე გამოვიდა, რამაც მიიპყრო ემილი ბრაჰემის ყურადღება, რომელიც მენეჯერად დაიქირავა. ბრაჰემმა დინი Rudimental-ის კასტინგზე მიიყვანა, სადაც დინი ბექვოკალისტად აიყვანეს. დინი ამბობდა, რომ ამ თანამდებობაზე კარგი არ იყო, რადგან ხშირად მელოდიას მღეროდა ჰარმონიის ნაცვლად. დინის პირველი შოუ იყო Sziget Festival-ზე უნგრეთში, 2017 წელს, 16 000 მაყურებლის წინაშე.

2018 წლის ოქტომბერში დინმა თვითონ გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Reason to Stay“ [8] YouTube-ის საშუალებით. მონაწილეობდა Rudimental-ის სინგლში „Adrenaline“ Toast to Our Differences ალბომში, რომელიც გამოვიდა 2019 წლის იანვარში. მას შემდეგ, რაც დინმა თავად გამოუშვა სიმღერები „OK Love You Bye“ და „Reason to Stay“, შესთავაზეს ხელშეკრულება AMF Records-თან. 2019 წლის ნოემბერში გამოუშვა სადებიუტო EP, რომელსაც ასევე OK Love You Bye ერქვა.[9] დინის მეორე EP, What Am I Gonna Do On Sundays?, გამოვიდა 2020 წლის დეკემბერში. 2021 წლის აპრილში Amazon Music-მა წლის გამორჩეულ არტისტად დაასახელა.[10] იმ წელსვე დინმა ჩაწერა ნატ კინგ კოულის „The Christmas Song“-ის ექსკლუზიური ვერსია Amazon-ის Christmas Originals პროგრამისთვის, რომელმაც დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში მე-19 ადგილი დაიკავა.[11][12]
2023 წელს დინი აირჩიეს BBC Music Introducing-ის წლის არტისტად. იმავე წლის ივნისში გამოუშვა პირველი სრული ალბომი Messy. დინი გამოვიდა Glastonbury Festival 2024-ზე. 2024 წლის 26 ივნისს გამოუშვა სინგლი „Time“, და Supremes-ის სიმღერის „You Can’t Hurry Love“ ქავერი, რომელიც ჩაიწერა Jools’ Annual Hootenanny-ზე, 2024 წლის 9 ოქტომბერს. გამოუშვა იმ წელს მესამე სინგლი „Touching Toes“ 15 ნოემბერს.
2025–აწმყო: The Art of Loving და კარიერული გარღვევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2025 წლის თებერვალში დინმა გამოუშვა სინგლი It Isn’t Perfect But It Might Be“ ფილმისთვის „Bridget Jones: Mad About the Boy“.[13] დინმა ფენდერის People Watching Tour-ის რამდენიმე კონცერტზე მიიღო მონაწილეობა მხარდამჭერ არტისტად, მათ შორის ლონდონის სტადიონზე და სენტ ჯეიმსის პარკში გამართულ ღონისძიებებზე და ფენდერთან ერთად იმღერა სიმღერის „Rein Me In“ დუეტ ვერსია.[1] Dean performed at Glastonbury Festival 2024.[14] დუეტი პირველად შესრულდა ლონდონის სტადიონზე 2025 წლის 6 ივნისს, სანამ სინგლად გამოვიდა 25 ივნისს.[15] სინგლმა დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში მე-6 ადგილი დაიკავა. დინი ასევე ჩავიდა ავსტრალიაში, რათა გამოსულიყო მათ ერთ-ერთ უდიდეს გარე მუსიკალურ ღონისძიებაზე „LANEWAY FESTIVAL 2025“.[16]
დინის მეორე ალბომი The Art of Loving გამოვიდა 2025 წლის 26 სექტემბერს. [17] ალბომი მოიცავს სინგლებს „Nice to Each Other“, „Lady Lady“ და „Man I Need“; ბოლო მათგანმა Billboard Global 200-ის ჩარტში მე-4 ადგილი დაიკავა და გახდა დინის გამორჩეული ჰიტი საერთაშორისო მასშტაბით. [18]2025 წლის ოქტომბერში დინი მიიწვიეს Saturday Night Live-ზე და გამოვიდა გადაცემაში, რომელსაც გლენ პაუელი უძღვებოდა.[19]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Kheraj, Alim (30 June 2023). „Olivia Dean: Messy review – hackneyed British soul tropes do singer a disservice“. The Guardian.
- ↑ Pareles, Jon (29 June 2023). „On Her Debut Album, Olivia Dean Is Already Pushing Ahead“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 June 2023. ციტირების თარიღი: 30 June 2023.
- 1 2 Savage, Mark (3 January 2024). „BBC Sound Of 2024: How embracing chaos made Olivia Dean a breakout star“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 February 2024. ციტირების თარიღი: 2 February 2024.
- ↑ Pareles, Jon (29 June 2023). „On Her Debut Album, Olivia Dean Is Already Pushing Ahead“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2023. ციტირების თარიღი: 30 January 2024.
- ↑ „Premiere: Olivia – 'Reason to Stay'“. Wonderland. 26 October 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 July 2021. ციტირების თარიღი: 9 August 2021.
- 1 2 Mylrea, Hannah (27 March 2023). „Get ready for the summer of Olivia Dean“. NME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 January 2024. ციტირების თარიღი: 30 January 2024.
- ↑ Baltin, Steve (9 December 2023). „Best Of 2023: Olivia Dean Mesmerizes On Debut Album, Messy“. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 January 2024. ციტირების თარიღი: 30 January 2024.
- ↑ Premiere: Olivia Reason to Stay The London-based singer releases her defiant debut single (26 October 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 December 2024. ციტირების თარიღი: 27 August 2025
- ↑ Watson, Kayleigh (22 November 2019). „Olivia Dean embarks on her next chapter with positivity in „OK Love You Bye““. The Line of Best Fit.
- ↑ Sherwin, Adam (12 April 2021). „London soul singer Olivia Dean named Amazon Music 2021 Breakthrough Artist“. i. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 August 2021. ციტირების თარიღი: 9 August 2021.
- ↑ Olivia Dean. Official Charts Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 May 2023. ციტირების თარიღი: 9 May 2023
- ↑ Griffiths, George (3 November 2021). „Amazon Music's exclusive Christmas songs line-up revealed“. Official Charts Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2021. ციტირების თარიღი: 3 November 2021.
- ↑ „BBC Music Introducing Artist of the Year“. BBC Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2023. ციტირების თარიღი: 27 November 2023.
- ↑ Roberts, Hannah; Dracott, Ed (28 June 2024). „Olivia Dean pays tribute to grandmother and Windrush generation at Glastonbury“. Indy100. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 December 2024. ციტირების თარიღი: 7 December 2024.
- ↑ Murray, Robin. (27 June 2024) Olivia Dean's 'Time' Hones In On Her Performance Technique. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 December 2024. ციტირების თარიღი: 7 December 2024
- ↑ Fan, Leah. (19 November 2024) Olivia Dean Closes the Year With Sentimental Single 'Touching Toes'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 December 2024. ციტირების თარიღი: 7 December 2024
- ↑ Carter, Daisy (2 June 2025). „Olivia Dean confirms plans for anticipated second LP 'The Art Of Loving'“. DIY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 June 2025. ციტირების თარიღი: 4 June 2025.
- ↑ „Billboard Global 200“. Billboard. September 27, 2025.
- ↑ Mier, Tomás (2025-10-17). „Sombr, Brandi Carlile, and Olivia Dean Named Musical Guests for 'Saturday Night Live'“. Rolling Stone (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-10-19.