ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოლიანგი)
სოფელი
ბერთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°36′45″ ჩ. გ. 43°52′29″ ა. გ. / 41.6126083° ჩ. გ. 43.8749444° ა. გ. / 41.6126083; 43.8749444
ადრეული სახელები ოლიანგი
ცენტრის სიმაღლე 1550
მოსახლეობა 152[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 89,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი)
ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ბერთა (წალკის მუნიციპალიტეტი)

ბერთა (2010 წლის 16 ნოემბრამდე„ოლიანგი“[2] ან გოლიანქი[3], ისტ. სახელწ. — მაჩვთა) — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს წალკის ქვაბულში. ზღვის დონიდან 1550 მეტრი, წალკიდან 26 კილომეტრი. შედიოდა კუშჩის სასოფლო საბჭოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრე მას, როგორც ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) რუკიდან ჩანს, მაჩვთა ერქვა. გოლიანქი თურქეთიდან XIX საუკუნის I ნახევარში გადმოხვეწილმა და აქ დასახლებულმა ბერძნებმა შეარქვეს და ნიშნავს ტბის, გუბის ეკლესიას. სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების ეკლესია. თლილი ქვით შემოზღუდული გუბურის ნაწილი ეკლესიის ქვეშაა მოქცეული; მიწიდან ამოსული ნაკადული ეკლესიის ქვეშ გროვდება, შემდეგ გადმოდის ღია ნაწილში (გუბურა სავსეა კალმახებით, რის გამოც ეკლესიას „კალმახის საყდარსაც“ უწოდებენ). გუბურაზე დადგმული, გეგმით მართკუთხა, თლილი ქვით ნაშენი ეკლესია ფორმის მიხედვით ადრინდელი ქრისტიანული ხანის ძეგლებს ჰგავს. თრიალეთის მოსახლეობის რწმენით, კალმახი წმინდა თევზად ითვლება, მას დიდი მოწიწებით ეპყრობიან, სჯერათ ავადმყოფებზე მისი სასწაულებრივი ზემოქმედებისა და ხშირად მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ამჟამად აქ მამათა მონასტერია. ეკლესიიდან დაახლ. 200 მ-ზე, მეორე კალმახიანი გუბურაცაა, მის ირგვლივ ძვ. ნაგებობის ნანგრევებია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 405
2014 152

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 504.
  • ჩიქოვანი თ., თრიალეთი, თბ., 1976;
  • Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в.4, Тфл., 1913

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N925, 2010 წლის 16 ნოემბერი
  3. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 84.
  4. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-05-12.