ოლეშნიცე (ბლანსკოს რაიონი)
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ოლეშნიცე Olešnice | |||||
|
ქალაქის ხედი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| კოორდინატები | 49°32′50″ ჩ. გ. 16°34′25″ ა. გ. / 49.54722° ჩ. გ. 16.57361° ა. გ. | ||||
| მმართველი | დავიდ ტომაშეკი | ||||
| პირველი ხსენება | 1163 | ||||
| ფართობი | 12,52 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 540 მ | ||||
| მოსახლეობა | 1 620[1] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 129 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 679 74 | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | olesnice.cz | ||||
ოლეშნიცე (ჩეხ. Olešnice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქი ოლეშნიცე ბლანსკოს რაიონში მდებარეობს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლეშნიცე ქალაქ ბლანსკოდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 39 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ზემო სვრატკას მთიანეთშია გაშენებული. ოლეშნიცის მუნიციპალურ ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია კოპანინის გორა, მისი სიმაღლე 688 მეტრია ზღვის დონიდან. ქალაქში მიედინება მდინარე ჰოდონინკა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულ წყაროებში ოლეშნიცე პირველად 1163 წელს არის მოხსენიებული. XIII საუკუნის შუა ხანებში ბოჰემიის სასაზღვრო რეგიონების კოლონიზაციის დროს, გერმანელმა ახალმოსახლეებმა ახალი დასახლება ააშენეს ქალაქის დღევანდელი ბაზრის ტერიტორიაზე. სოფლის ძველ ნაწილს მორავიული ოლეშნიცე ერქვა, ხოლო ახალ გერმანულ ნაწილს გერმანული ოლეშნიცე დაერქვა.[2]
ოლეშნიცე თავდაპირველად ლოუკას მამულის ნაწილი იყო და ლომნიცეს გვარის დიდგვაროვნების საკუთრებას წარმოადგენდა. 1408 წელს ოლეშნიცეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1560 წელს ლოუკას მთლიანი მამული კუნშტატის მამულს შეუერთდა. ამ დროს ოლეშნიცეში სოფლის მეურნეობა სელისა და მარცვლეულის მოყვანაზე იყო ორიენტირებული. ოლეშნიცე განსაკუთრებით სელის ტილოს წარმოებით იყო ცნობილი.[3]
ოცდაათწლიანი ომის დროს ოლეშნიცე ძლიერ დაზიანდა და ქალაქი 800-მდე მცხოვრებმა დატოვა, ამის გამო ის კვლავ უმნიშვნელო სოფელად იქცა. 1742 წელს, ავსტრიის მემკვიდრეობის ომის დროს ოლეშნიცე რეგიონის უდიდესი არმიების შეტაკების ადგილი იყო. 1759 წელს ცალკე ადმინისტრირებული მორავიული და გერმანული ნაწილები ერთ ქალაქად გაერთიანდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ოლეშნიცე ევანგელისტთა მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. ქალაქი 1827 წელს საშინელი ხანძრის შედეგად დაიწვა. 1999 წელს მას ჩეხეთის თანამედროვე სტანდარტების ქალაქის სტატუსი მიანიჭეს.[2]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მოედანზე მდებარე წმინდა ლავრენტის ტაძარი თავდაპირველად 1391 წელს ხის მასალით ააგეს. ეს ხის ტაძარი 1424 წელს ჰუსიტებმა დაწვეს და 1426 წელს მის ადგილზე ახალი გოტიკური სტილის ქვის ეკლესია ააგეს. 1827 წელს მომხდარი ხანძრის დროს ეს ეკლესიაც დაიწვა და დღევანდელი ტაძრის შენობა 1831–1839 წლებში აშენდა.[4]
ქალაქის სასაფლაოზე მდგარი წმინდა ნიკოლოზისა და სამების ტაძარი 1725 წელს არის აშენებული, ის 1852 წელს ამჟამინდელი სახით აღადგინეს. ოლეშნიცის ყველაზე ახალი ეკლესიაა ევანგელისტური ტაძარი, რომელიც 1860–1868 წლებში ააგეს.[5]
ლამბერკი პატარა ბაროკოს სტილის შატოა. ის დაახლოებით 1700 წელს აშენდა. 1733 წელს შატო გაარემონტეს და მასში კუნშტატელ მემამულეთა სამუშაო სივრცე შეიქმნა. მოგვიანებით ეს შენობა საცხოვრებელ კომპლექსად გადააკეთეს.[6]
ქალაქის მერიის შენობა 1794 წელს არის აგებული, მას მოდერნიზაცია 1980 წელს ჩაუტარდა.[7]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავგუსტინ ალოის ნოიმანი (1891–1948) — კათოლიკე მღვდელი, ავგუსტინელების ორდენის წევრი
- ლეოპოლდ ბენაჩეკი (1901–1977) — კათოლიკე მღვდელი და პოლიტიკური პატიმარი
- კარელ დოსკოჩილი (1908–1962) — ისტორიკოსი და პოეტი.
- იაროსლავ პოჰანკა (1924–1964) — მუსიკოლოგი
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ოლეშნიცის ცენტრალური მოედანი
-
წმინდა ლავრენტის ტაძარი
-
ლამბერკის შატო
-
წმინდა ნიკოლოზისა და სამების ტაძარი
-
ოლეშნიცის მერია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- ↑ 2.0 2.1 Z historie města Olešnice cs. Město Olešnice (27 February 2017). ციტირების თარიღი: 2021-11-09
- ↑ Pamětní kniha obce cs გვ. 3, 21. Město Olešnice. ციტირების თარიღი: 2025-08-03
- ↑ Kostel sv. Vavřince cs. Město Olešnice. ციტირების თარიღი: 2021-11-09
- ↑ Turistické cíle v Olešnici a okolí cs. Město Olešnice. ციტირების თარიღი: 2021-11-09
- ↑ Zámeček Lamberk cs. Město Olešnice. ციტირების თარიღი: 2021-11-09
- ↑ Obecné informace o městě Olešnici cs. Město Olešnice. ციტირების თარიღი: 2021-11-09