შინაარსზე გადასვლა

ოლექსი ვადატურსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლექსი ვადატურსკი
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი 1947
სოფელი ბანძარი, ბალტსკის რაიონი, ოდესის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 31 ივლისი, 2022 (74 წლის)
მიკოლაივი, უკრაინა
მოქალაქეობა

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ

უკრაინის დროშა უკრაინა
პროფესია მეწარმე
ჯილდოები
უკრაინის გმირი
უკრაინის გმირი

ოლექსი ვადატურსკი (დ. 8 სექტემბერი, 1947, ბენძარი, ოდესის ოლქი — გ. 31 ივლისი, 2022, მიკოლაივი, მიკოლაივის ოლქი) — უკრაინელი მეწარმე სოფლის მეურნეობის დარგში. უკრაინის გმირი (2007).

დაიბადა 1947 წლის 8 სექტემბერს უკრაინის სსრ ოდესის ოლქში, ბალტსკის რაიონის სოფელ ბენძარში, კოლმეურნეების ოჯახში.

1971 წელს დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

მან კარიერა დაიწყო ტრიკრატსკის მარცვლეულის პროდუქტების ქარხანაში მთავარ ენერგეტიკოს ინჟინრად, შემდეგ მუშაობდა მთავარ ინჟინერად.

1980 წლიდან 1991 წლამდე იყო წარმოების განყოფილების უფროსი, ნიკოლაევის მარცვლეული პროდუქტების რეგიონალური განყოფილების უფროსის მოადგილე.

1991 წლიდან იკავებდა სასოფლო-სამეურნეო საწარმო ნიბულონის მუდმივი გენერალური დირექტორის თანამდებობას, რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა უცხოური ტექნოლოგიებით და მაღალი ხარისხის იმპორტირებული აღჭურვილობის გამოყენებით და მეცხოველეობის განვითარება.

2018 წლის 1 ნოემბერს რუსეთმა სანქციები დაუწესა 322 უკრაინის მოქალაქეს, მათ შორის იყო ოლექსი ვადატურსკი.[1]

2020 წლის ივნისში ჟურნალმა Forbes Ukraine ვადატურსკის ქონება 450 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა.

2022 წლის 31 ივლისს ალექსეი ვადატურსკი და მისი მეუღლე დაიღუპნენ, როდესაც რუსული რაკეტა მათ სახლს მოხვდა მიკოლაივის მასიური დაბომბვის დროს.[2][3] უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რაკეტა მოხვდა საძინებელ ოთახს და გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა.[4]

ოლექსი ვადატურსკის ჰყავდა მეუღლე და ვაჟი ანდრეი — უკრაინის VIII მოწვევის სახალხო დეპუტატი პეტრო პოროშენკოს ბლოკის პარტიიდან [5] .