ოლენინების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლენინების სახლი
Дом Олениных
კოორდინატები 59°43′25″N 30°23′59″E / 59.723588° ჩ. გ. 30.399771° ა. გ. / 59.723588; 30.399771
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ვ. მ. გორნოსტაევი, ნ. ს. ნიკიტინი
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1828
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831591000

ოლენინების სახლი (რუს. Дом Олениных) — XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, ისტორიული შენობა. აგებულია კლასიციზმის არქიტეტურულ სტილში, ვ. მ. გორნოსტაევისა და ნ. ს. ნიკიტინის მიერ. მდებარეობს ქალაქ პუშკინში. მისამართი: პუშკინის ქუჩა, სახლი № 1. აგებულია 1828 წელს. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილი ობიექტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი ააშენეს 1828 წელს სავარაუდოდ არქიტექტორ ვ. მ. გორნოსტაევს პროექტის მიხედვით სასახლის მეცეცხლურის აგაფონოვისათვის. 1831 წლიდან სახლი ეკუთვნის ოლენენების ოჯახს. მათ სახლს ცარსკოე-სელოში სტუმრობდა ალექსანდრე პუშკინი. 1845 წელს სახელმწიფო მრჩევლის ქვრივის დაკვეთით ააგეს ხის ნაგებობა. 1907 წელს შენობაში განათავსეს წმინდა სამების თემის მოწყალების დების სანატორიუმი. შენობის გადაკეთებისას მეზონინი გადააკეთეს კოშკად და გუმბათად. გადაკეთების პროექტის ავტორი იყო ინჟინერი ლუნდბერგი. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სახლი გადააკეთეს მცირე ლაზრეთად, რომელიც გათვლილი იყო 15 მეომარზე. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგსახლში ასევე განთავსებული იყო სანატორიუმი. 1921 წელს მასში ცხოვრობდა ანა ახმატოვა. სწორედ ამ სანატორიუმში მან გაიგო თავისი პირველი ქმრის, ნიკოლოზ გუმილიოვისა და ძმის ანდრეი გორენკოს გარდაცვალების შესახებ.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი ორსართულიანია, მისი ფასადები ორ ქუჩაზე გადის. სახლის კუთხე მომრგვალებულია, იგი სრულდება კოშკით და გუმბათით. კოშკზე 1999 წელს განათავსეს ფლუგერი ქათმის ფორმით, რომელიც ასოცირდება პუშკინის ზღაპრის პერსონაჟ ოქროს მამალთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.
  • Малинский Д. А., Малинская Е. Е. Пушкин. Справочник-путеводитель по городу. — СПб., 2004. — 160 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]