ოლეგ ლიპარტელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოლეგ ლიპარტელიანი (დ. 26 აპრილი, 1953, ლენტეხი — გ. 12 ივლისი, 2003, მცხეთა) — ქართველი მორაგბე. გარემარბი, შუამარბი.

თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივსა“ (1973–1983) და ქუთაისის „აიაში“ (1984–1990). სსრკ სამგზის ჩემპიონი (1987, 88, 89), მეორე (1984) და ორგზის მესამე (1978, 85) პრიზიორი. სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1978, 1987, 1990), საქართველოს ჩემპიონი (1990). ბოლო წლებში იყო გუნდის კაპიტანი და მოთამაშე-მწვრთნელი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირველ მატჩში ზიმბაბვესთან (1989) და გუნდის პირველ უცხოურ ტურნეში (1990). საქართველოს ნაკრებში ითამაშა 3 მატჩი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]