ოლეგ ბრიჟაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლეგ ბრიჟაკი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 27 ოქტომბერი, 1960(1960-10-27)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ჟეზყაზღანი, ყაზახეთის სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 24 მარტი, 2015(2015-03-24)[1] [2] [3] [4] [5] (54 წლის)
გარდ. ადგილი პრა-ოტ-ბლეონი[5]
დასაფლავებულია Germanwings Flight 9525 Memorial
საქმიანობა საოპერო მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1984—2015

ოლეგ ბრიჟაკი (გერმ. Oleg Bryjak, უკრ. Брижак Олег; დ. 27 ოქტომბერი, 1960 — გ. 24 მარტი, 2015) — უკრაინული წარმოშობის გერმანელი საოპერო მომღერალი (ბანი-ბარიტონი).[6]

დაიბადა ჟეზყაზღანში, ყაზახეთის სსრ-ში, ეთნიკურად უკრაინულ ოჯახში. 1991 წელს გადავიდა გერმანიაში,[7] რათა შეერთებოდა ბადენის სახელმწიფო თეატრის დასს.[8] 1996 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის იყო სოლისტი დუსელდორფში.[9]

ოლეგ ბრიჟაკი კრეფელდის ორთოდოქსული ეკლესიის პროტოდიაკვნადაც მუშაობდა.

ბრიჟაკი გარდაიცვალა 2015 წლის 24 მარტს თავის კოლეგა მარია რადნერთან ერთად დენ-ლე-ბენსა და ბარსელონეტს შორის მომხდარ A320-ის ავიაკატასტროფაში. ეს იყო ერთ-ერთი მსხვილი ავიაკატასტროფა, როდესაც 144 მგზავრი და 6 ეკიპჟის წევრიდან არავინ გადარჩენილა. კატასტროფის ოფიციალურ ვერსიად გამოცხადდა პილოტის თვითმკვლელობა.

ბრიჟაკი და მისი კოლეგა ამ რეისით ბრუნდებოდნენ ბარსელონის დიდი საოპერო თეატრ ლიცეუდან გერმანიაში რიხარდ ვაგნერის ოპერა „ზიგფრიდის“ წარმოდგენის შემდეგ.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
  3. 3.0 3.1 Discogs — 2000.
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 5.2 Fichier des personnes décédées
  6. Düsseldorfer Opernsänger unter den Opfern des Flugzeugabsturzes – Trauernde Angehörige erreichen den Flughafen in Barcelona de. Bild.de.
  7. В авикатастрофе на юге Франции погиб оперный певец Олег Брияк ru. naviny.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-05. ციტირების თარიღი: 2020-03-25.
  8. Administrator. Oleg Bryjak – Биографи&#11 ru. olegbryjak.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-03. ციტირების თარიღი: 2020-03-25.
  9. Оперный певец Олег Брыжак погиб в авиакатастрофе Germanwings ru. Deutsche Welle (24 მარტი, 2015). ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2020.
  10. Garry Humphreys. (26 March 2015) Maria Radner: Internationally acclaimed contralto who was due to make her Bayreuth Festival debut later this year. The Independent. ციტირების თარიღი: 31 March 2015.