ოლდენბურგის აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლდენბურგის აგარაკი
Дача Ольденбургского
კოორდინატები 59°58′41″N 30°17′52″E / 59.977917° ჩ. გ. 30.297794° ა. გ. / 59.977917; 30.297794
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი სმარაგდ შუსტოვი, ანდრეი შტაკენშნეიდერი
დაწყების თარიღი 1831
დასრულების თარიღი 1833
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810381000

ოლდენბურგის აგარაკი (რუს. Дача Ольденбургского; სხვა სახელწოდება დოლგორუკოვის აგარაკი რუს. дача Долгорукова) — სანქტ-პეტერბურგის ქვის კუნძულის ერთ-ერთი უმთავრესი ნაგებობა, რუსული კლასიციზმის ეპოქის ხის არქიტექტურის ძეგლი. აგებულია 1831-1833 წლებში არქიტექტორ სმარაგად შუსტოვის მიერ.

აგარაკი ააშენეს მიწის ნაკვეთზე, რომელიც ეკუთვნოდა თავად ვასილი დოლგორუკოვის კარის შტალმაისტერს და გაყიდა 1833 წელს, მშენებლობის დასრულებისთანავე პრინც პეტრე გიორგის ძე ოლდენბურგზე.

ოლდენბურგის აგარაკი მდებარეობს მაღალ მოედანზე, იგი დაგეგმარებაში კვადრატული ფორმისაა, რომლის ცენტრშიც მდებარეობს დარბაზი-როტონდა, რომელიც თავის მხრივ გარშემორტყმულია სასტუმრო ოთახებით. ცენტრალური დარბაზი გადახურულია გუმბათით. შუსტოვის პროექტის მიხედვით სამი ფასადი შემკულია პორტიკებით და დორიული კოლონებით. მთავარ ფასადზე დიდი ნახევარწრიული ფანჯრებია.

1830-იანი წლების ბოლოსა და 1840-იანი წლების დასაწყისში არქიტექტორმა ანდრეი შტაკენშნეიდერმა ნაწილობრივ გადააკეთა შენობა და ინტერიერი თავიდან გააფორმა. ასევე შტაკენშნეიდერის პროექტის მიხედვით შემოღობეს აგარაკი 1836 წელს[1] პატარა ნევკის მხარეს და მიაშენეს ფლიგელი წითელი აგურისაგან, რომელიც განკუთვნილი იყო პერსონალისა და პრინცის პირადი დაცვისათვის.

1928 წელს ოლდენბურგის აგარაკი გადააკეთეს საცხოვრებელ სახლად, ინტერიერის უდივესი ნაწილი გაანადგურეს. 1930 წელს ხანძარმა გაანადგურა აგარაკის გუმბათი, რომელიც აღადგინეს 1936-1937 წლებში 1978 წელს აგარაკზე კვლავ გაჩნდა ხანძარი, დაიწვა გუმბათი და ცენტრალური ნაწილი. 1982 წელს იგი სრულიად დაშალეს და დაიწყეს მისი თავიდან აღდგენა. სამუშაოები დასრულდა 1989 წელს[2].

2017 წელს განხორციელდა აგარაკისა და მისი მიმდებარე ბაღის პრივატიზაცია[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-13. ციტირების თარიღი: 2018-12-01.
  2. http://www.encspb.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-06. ციტირების თარიღი: 2018-12-01.
  3. Что не нужно государству. ციტირების თარიღი: 2017-02-17.