ოლგა იოვიჩიჩი
ოლგა იოვიჩიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1920 |
დაბადების ადგილი | კრალევო |
გარდაცვალების თარიღი | 11 ივლისი, 1942 |
გარდაცვალების ადგილი | Prozor |
მოქალაქეობა |
![]() |
ჯილდოები | People's Hero of Yugoslavia |
ოლგა „რიტა“ იოვიჩიჩი (სერბ. Олга „Рита“ Јовичић, დ. 1920, კრალევო — გ. 11 ივლისი, 1942, დუგე, ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო) — იუგოსლავიის სახალხო-განმათავისუფლებელი ომის პარტიზანი, იუგოსლავიის სახალხო გმირი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლგა იოვიჩიჩი დაიბადა 1920 წელს კრალევოში. დაამთავრა კრალევოს სკოლა, 1939 წელს გაემგზავრა ბელგრადის უნივერსიტეტში სასწავლებლად. უნივერსიტეტში ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1940 წელს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1941 წლის ივნისში, რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც კი დაიწყო ომი სსრკ-სა და გერმანიას შორის, გერმანულმა პოლიციამ დააპატიმრა კომუნისტ პარტიზანებთან თანამშრომლობის ბრალდებით, თუმცა დაკითხვაზე მას არაფერი უთქვამს და აგვისტოში მეგობართან ერთად ციხიდან გაიქცა, რის შემდეგაც შეუერთდა პარტიზანულ მოძრაობას.
პარტიზანული საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლგა იოვიჩიჩი შეუერთდა კრალევოს პარტიზანულ რაზმს, რომელიც იოვან კურსულას სახელს ატარებდა. მეგობართან ერთად ისინი რაზმის საუკეთესო მებრძოლებად მიიჩნეოდნენ, ეწეოდნენ აგიტაციასა და პროპაგანდას, ასევე მუშაობდნენ ახალწვეულების გადაბირებაზე. პირველი ანტიპარტიზანული იერიშის დღეებში მონაწილეობდა სანდჟაკისთვის ბრძოლებში. 1941 წლის 21 დეკემბერს შევიდა I პროლეტარულ საარტელერიო ბრიგადაში და დაინიშნა I ასეულის პოლიტიკური ხელმძღვანელად (პოლიტრუკად) IV კრალევოს ბატალიონში.
ოლგა გახდა იუგოსლავიის არმიის პირველი ქალი პოლიტიკური ხელმძღვანელი (პოლიტრუკი). მან თავი გამოიჩინა არა მხოლოდ იარაღით ხელში, არამედ ბრძოლის წინ, პარტიზანებს მიმართა შთამაგონებელი სიტყვით. ოლგა ხელმძღვანელობდა იუგოსლავებს იგმანის ლაშქრობის, იაჰორინას ბრძოლის, მეორე და მესამე ანტიპარტიზანული შეტევის, „ბოსნიის კრაინაში“ (დღევანდელ ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩრდილო-დასავლეთი) კამპანიისა და ნერეტვაზე შეტაკებების დროს.ამის წყალობით ბევრი პარტიზანი ენდობოდა მას და მის როტის ლიდერად უჭერდა მხარს. მეტიც, ის არასდროს ტოვებდა თავის მებრძოლებს, მიუხედავად ავადმყოფობებისა და ჭრილობებისა.
1941-1942 წლების ზამთარში მისი რაზმი რომანიაში გერმანელებმა ალყაში მოაქციეს. IV ბატალიონის I ასეულმა სცადა ალყის გარღვევა და როგატიცისკენ გასვლა. იმ დროს ოლგა სერიოზულად იყო ავად და მაღალი სიცხე ჰქონდა. ასეულის მეთაურმა და ჯარისკაცებმა დიდი წვალებით დაითანხმეს, დროებით დარჩენილიყო საველე ლაზარეთში, მაგრამ მათ ვერც კი მოახერხეს რამდენიმე კილომეტრის გავლა, სანამ ოლგა მათ არ დაეწია. მან თქვა, რომ ვერ შეძლებდა როტის მიტოვებას იმ მომენტში, როცა მათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალება ჰქონდათ შესასრულებელი. ძლიერ ქარბუქში, ჯარისკაცებმა მაინც შეძლეს ალყის გარღვევა და იახორინესკენ გასვლა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1942 წლის ივლისში, პროზორისთვის ბრძოლის დროს, ოლგა ჩავიდა სოფელ დუგეში, სადაც მან გარკვეული დრო გაატარა ბოსნიელი მუსლიმი ქალების გადაბირების პროცესში მე-4 ბატალიონში, რომელიც იმ დროს დუგეში იყო განლაგებული. 1942 წლის 11 ივლისს, როცა ოლგა ბრუნდებოდა გოგონების ჯგუფთან ერთად, რომლებმაც ახლახან პარტიზანულ რაზმებში შესვლა გადაწყვიტეს, მოულოდნელად შეეჩეხნენ შეიარაღებულ ბანდიტებს. ერთ-ერთმა მათგანმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ოლგა მძიმედ დაჭრა. თანამებრძოლებმა ბანდიტები გაანადგურეს და ოლგა სასწრაფოდ სოფელში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული ჭრილობებისგან იმავე დღეს გარდაიცვალა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1951 წლის 20 დეკემბერს ოლგა იოვიჩიჩს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა იუგოსლავიის სახალხო გმირის წოდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Народни хероји Југославије. «Младост», Београд 1975. година.
- Хероине Југославије. «Спектар», Загреб 1980. година.