შინაარსზე გადასვლა

ოლგა ევრიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლგა ევრიჩი
დაიბადა 29 სექტემბერი, 1922(1922-09-29)[1]
დაბადების ადგილი ბელგრადი[2]
გარდაიცვალა 10 თებერვალი, 2014(2014-02-10)[1] (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბელგრადი[3]

ოლგა ევრიჩი (სერბ. Olga Jevrić, დ. 29 სექტემბერი, 1922, ბელგრადი — გ. 10 თებერვალი, 2014, ბელგრადი) — სერბი მოქანდაკე XX–XXI საუკუნეებში.[4]

ოლგა იევრიჩი დაიბადა ბელგრადში 1922 წლის 29 სექტემბერს. ოლგას მამა, სრბისლავ იევრიჩი, სავაჭრო-საბანკო ასოციაციის დირექტორი, ხოლო დედა, ანა, ქალიშვილობაში რადივოევიჩ-ვაჩიჩი იყვენე.[5][6]

1928 წელს ოლგა იევრიჩმა დაწყებითი განათლება მიიღო. იგი დაწყებით კლასებში სწავლობდა ბელგრადში წმინდა იოსების პანსიონთან არსებულ გიმნაზიაში, ხოლო უფროს კლასებში — ქალთა სახელმწიფო რეალურ მესამე გიმნაზიაში და მუსიკალურ სკოლა „სტანკოვიჩში“ სწავლობდა, პროფესორ ზინაიდა გრულკატის კლასში.[5]

1941 წელს, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ოლგამ ვერ ჩააბარა ბელგრადის ხელოვნების აკადემიაში. მან სწავლა გააგრძელა მხატვრულ სკოლაში, რომელიც მლადენ იოსიჩს ეკუთვნოდა.[6]

1942 წელს ოლგა იევრიჩმა წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა, როგორც ბელგრადის სამუსიკო აკადემიაში, ისე ბელგრადის სამხატვრო აკადემიაში. 1943 წელს მან სწავლა დაიწყო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე.[5][6] 1946 წელს ოლგამ დაამთავრა ბელგრადის სამუსიკო აკადემია, სადაც სწავლობდა პროფესორ კირილ ლიჩარის კლასში. ოლგამ 1948 წელს სწავლა დაასრულა ქანდაკების განხრით, პროფესორ სრეტენ სტოიანოვიჩის ხელმძღვანელობით[5][7] და 1949 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.[6]

1949-1953 წლებში ოლგა იევრიჩი აგრძელებს სწავლას ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ხელოვნებათმცოდნეობის განხრით. 1950 წელს იგი სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრად მიიღეს.[7]

1958 წელს ოლგა იევრიჩის რვა ქანდაკება გამოიფინა ვენეციის XXIX ბიენალეზე. ნამუშევრებმა დიდი ყურადღება მიიქცია, ხოლო ევროპულმა ხელოვნებათმცოდნეებმა აქტიურად დაიწყო მისი შემოქმედების განხილვა. ოლგა იევრიჩის ხელოვნება საერთაშორისო დონეზე აღიარეს. 1959 წელს საზღვარგარეთ, ტურინში მისი პირველი პერსონალური გამოფენა, 1962 წელს კი — ლონდონში. 1963 წელს ბელგრადის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, რომელიც გაგრძელდა 1965 წლამდე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 35 ქანდაკება. 1981 წელს, იმავე მუზეუმში გამართულ გამოფენაზე, უკვე 141 ქანდაკება იქნა გამოფენილი.[6]

ოლგა იევრიჩის ქანდაკებები ძირითადად შესრულებულია ინდუსტრიული მასალებისგან, როგორიცაა ცემენტი და რკინა. ისინი გამოირჩევიან ბრუტალურობით და უხეში ტექსტურით.[8] ოლგა შთაგონებას იღებდა ფროიდის ფსიქოანალიზიდან და სერბული სასაფლაოების ხელოვნებიდან, რაც აისახა მის სივრცით კომპოზიციებში.[8][9]

2006 წლის 23 ნოემბერს საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, რომლის მიზანი იყო კოსოვოსა და მეტოხიაში განადგურებული სერბული კულტურისა და სულიერების ძეგლების აღდგენა. აუქციონის მონაწილე ავტორთა შორის იყო ოლგა იევრიჩი, რომელმაც საკუთარი ნამუშევარი შესწირა ამ ინიციატივას.[10][11] ოლგა იევრიჩს 18 პერსონალური გამოფენა ჰქონდა: 16 გამოფენა 1957–2012 წლებში და 2 გამოფენა 2014–2016 წლებში[13].[12]

ოლგა იევრიჩი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში 1952-2013 წლებში.[13]

2006 წელს ოლგა იევრიჩმა თავისი შემოქმედების 44 ქანდაკება, რომლებიც შექმნილი იყო 1952-2001 წლებში, გადასცა ბელგრადის მემკვიდრეობის სახლს. 2007 წელს კი 144 ქანდაკება გადასცა სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიას.[6]

ოლგა იევრიჩი გარდაიცვალა 2014 წლის 10 თებერვალს ბელგრადში. იგი დაკრძალულია ბელგრადის ახალ სასაფლაოზე, საპატიო მოქალაქეების ალეაზე.[6]

ოლგა იევრიჩის მემკვიდრეობა დაცულია სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიაში.[6]

ოლგა იევრიჩის ნამუშევრების სია გამოქვეყნებულია სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ვებსაიტზე.[7][14]

ოლგა იევრიჩი დაჯილდოებული იყო მრავალი პრემიით. პირველი ჯილდო, 1961 წელს მიიღო „მაღალი მიღწევებისთვის მოქანდეკეობის დარგში“, რომელიც შთამომავლობითმა ფონდმა, ვლადისლავ რიბნიკარმა გადასცა.[15]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 The Fine Art Archive — 2003.
  2. Aware — 2014.
  3. Freebase Data DumpsGoogle.
  4. Сербия и Черногория. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-23. ციტირების თარიღი: 2023-04-23
  5. 1 2 3 4 სერბ. OLGA JEVRIĆ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-23. ციტირების თარიღი: 2023-04-23
  6. 1 2 3 4 5 6 7 8 სერბ. КАТАЛОГ ЛЕГАТА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-23. ციტირების თარიღი: 2023-04-23
  7. 1 2 3 სერბ. Биографија
  8. 1 2 სერბ. Olga Jevrić. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-23. ციტირების თარიღი: 2023-04-23
  9. Югославия. Культура
  10. В Белграде проходит благотворительная выставка «КОЛОКОЛА МЕТОХИИ». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-23. ციტირების თარიღი: 2023-04-23
  11. «Мы не ископаемые, мы не археология, мы живой народ Божий..». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-23. ციტირების თარიღი: 2023-04-23
  12. სერბ. Самосталне изложбе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-23. ციტირების თარიღი: 2023-08-20
  13. Међународне изложбе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-23. ციტირების თარიღი: 2023-08-20
  14. (სერბ. Попис радова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-23. ციტირების თარიღი: 2023-08-20
  15. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის "autogenerator4" არ არის მითითებული ტექსტი; $2