ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეა
42°55′56″ ჩ. გ. 78°52′32″ დ. გ. / 42.93245000° ჩ. გ. 78.87561806° დ. გ. / 42.93245000; -78.87561806
დაარსდა 1905
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა ბუფალო[1]
დირექტორი იან სირენი
ოფიციალური საიტი albrightknox.org
Map

ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეა (ინგლ. Albright–Knox Art Gallery) — ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ელმვუდის გამზირზე, ბუფალო, ნიუ-იორკი. ოლბრაიტ-ნოქსის ელმვუდის გამზირის კამპუსი დროებით დაკეტილია მშენებლობისთვის. ამჟამად გამოფენებისა და ღონისძიებების მასპინძლობა ხდება ოლბრაიტ-ნოქს ნორტლანდში, რომელიც გახლავთ საპროექტო სივრცე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერიერი

ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეის მმართველი ორგანიზაციაა ბუფალოს სახვითი ხელოვნების აკადემია, რომელიც დაარსდა 1862 წელს და არის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი ხელოვნების ინსტიტუტი.[2] 1900 წლის 15 იანვარს ჯონ ოლბრაიტმა შემოწირულობის სახით თანხები გადასცა აკადემიას სამხატვრო გალერეის მშენებლობის დასაწყებად.[3] შენობა დააპროექტა გამოჩენილმა ადგილობრივმა არქიტექტორმა, ედვარდ ბროდჰედ გრინმა.[4] იგი თავდაპირველად გამოიყენებოდა როგორც სახვითი ხელოვნების პავილიონი 1901 წელს პანამერიკული ექსპოზიციისთვის, მაგრამ მისი მშენებლობის შეფერხებამ განაპირობა ის რომ დაუმთავრებელი დარჩა 1905 წლამდე. საბოლოოდ მუზეუმი გაიხსნა 1905 წლის 31 მაისს და დაერქვა ოლბრაიტის სამხატვრო გალერეა.[2]

კლიფტონ ჰოლი, მუზეუმის კამპუსში მესამე შენობა, აშენდა 1920 წელს. დღეს, კლიფტონ ჰოლში განთავსებულია ინოვაციების ლაბორატორია, სამუშაო ადგილები საზოგადოებრივი ხელოვნების ინიციატივისთვის და პერსონალის ოფისები.[5]

1962 წელს გალერეაში მოხდა ცვლილება სიმურ ჰ. ნოქს უმცროსისა და მისი ოჯახის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ მუზეუმს დაარქვეს ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეა. ახალი შენობა დააპროექტა გორდონ ბუნშაფტმა. ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეა შეტანილია ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში.

2012 წელს გამგეობამ დაავალა არქიტექტურულ ფირმას Snøhetta მუზეუმის გაფართოების გენერალური გეგმის შემუშავება.[6] 2014 წელს საბჭომ მხარი დაუჭირა მუზეუმის გაფართოების ინიციირებას და 2016 წლის ივნისში მუზეუმმა გამოაცხადა შოჰეი შიგამაცუ პროექტის არქიტექტორად.[7]

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს გალერეის გამოფენა რიჩარდ დიბენკორნის ნამუშევრებზე შეირჩა შეერთებული შტატების წარმომადგენლად ვენეციის 28-ე ბიენალეზე.

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრი რუსო, ყვავილების თაიგული აივის ტოტით, 1909

ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეის კოლექცია მოიცავს მე-19 საუკუნის იმპრესიონისტული და პოსტიმპრესიონისტული მხატვრების ნამუშევრებს, როგორიცაა პოლ გოგენი და ვინსენტ ვან გოგი.

მეოცე საუკუნის დასაწყისის რევოლუციური სტილები, როგორიცაა კუბიზმი, სიურრეალიზმი, კონსტრუქტივიზმი წარმოდგენილია ისეთი მხატვრების ნამუშევრებში, როგორებიც არიან პაბლო პიკასო, ჟორჟ ბრაკი, ჟან მეტზინგერი, ალბერტ გლეიზესი, ანრი მატისი, ანდრე დერენი, ჟოან მირო, პიტ მონდრიანი და ალექსანდრე როდჩენკო. ფრიდა კალო წარმოდგენილია ავტოპორტრეტით მაიმუნთან ერთად. სეიმურ ჰ. ნოქსისა და გორდონ მ. სმიტის გამო (ყოფილი დირექტორი), ოლბრაიტ-ნოქსი იყო ერთ-ერთი პირველი მუზეუმი, რომელმაც შეაგროვა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნიმუშები სიღრმისეულად.[8]

უფრო თანამედროვე ნიმუშები, რომლებიც ასახავს 1970-იანი წლების აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის, პოპ-არტისა და ხელოვნების სტილს საუკუნის ბოლომდე, წარმოდგენილია ისეთი მხატვრებით, როგორებიცაა არშილ გორკი, ჯექსონ პოლოკი, კლიფორდ სტილი და ენდი უორჰოლი. გარდა ამისა, გალერეა ასევე მდიდარია ომის შემდგომი ამერიკული და ევროპული ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებით;[9] მათი თანამედროვე კოლექცია მოიცავს მხატვრებს, როგორიცაა კიკი სმიტი, ალან გრეჰემი, გეორგ ბაზელიცი, ჯონ კონელი და პერ კირკბი. მუზეუმმა იყიდა ანსელმ კიფერის ფართომასშტაბიანი Die Milchstrasse (ირმის ნახტომი) 1988 წელს, 125 წლის იუბილეს აღსანიშნავად.[10]

ოლბრაიტ-ნოქსის ამჟამინდელი საგამოფენო სივრცე იტევს 200 ნამუშევარს — მისი 6,740-იანი კოლექციის მხოლოდ 3%.[6]

მენეჯმენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლიდან იან სირენი არის ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეის დირექტორი. ითვლება, რომ სირენი არის პირველი ამერიკული მუზეუმის დირექტორი სკანდინავიური რეგიონიდან.[11]

დირექტორთა სრული სია:

დაფინანსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის მონაცემებით, ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეის ქონება შეადგენდა დაახლოებით 58 მილიონ აშშ დოლარს, რაც გამოიმუშავებდა შესყიდვებისთვის წელიწადში დაახლოებით 1,1 მილიონ აშშ დოლარს. მას შემდეგ, რაც 2007 წელს 200-მდე ხელოვნების ნიმუშის გაყიდვიდან შემოსული თანხა დაემატა არსებულ 22 მილიონ დოლარს, მუზეუმს შეეძლო ყოველწლიურად დაეხარჯა თითქმის 5 მილიონი აშშ დოლარი ახალი ხელოვნებისთვის.[12] 2013 წელს, ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეამ მიიღო 11 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მემკვიდრეობა გამგეობის დიდი ხნის წევრის, პეგი პირს ელფვინის ქონებიდან.[13]

საათები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეა ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით. ყოველი თვის პირველ პარასკევს, გალერეა ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუდმივი კოლექციის უფასო დაშვებით M&T ბანკის მხარდაჭერით.[14]

გალერეა 1913 წელს
გალერეა 1913 წელს

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 https://www.albrightknox.org/
  2. 2.0 2.1 Our History | Albright-Knox. ციტირების თარიღი: 2019-01-28
  3. John J. Albright | Albright-Knox. ციტირების თარიღი: 2019-01-28
  4. Edward B. Green | Albright-Knox. ციტირების თარიღი: 2019-01-28
  5. Our History | Albright-Knox. ციტირების თარიღი: 2019-02-14
  6. 6.0 6.1 Julia Halperin (October 22, 2014), Buffalo’s jewel-box art museum to grow დაარქივებული 2014-10-23 საიტზე Wayback Machine. The Buffalo News.
  7. OMA Selected for Buffalo's Albright-Knox Art Gallery Expansion en-US (2016-06-07). ციტირების თარიღი: 2020-03-15
  8. Michael Brenson (October 18, 1987), When America Put Its Stamp On World Painting The New York Times.
  9. "History of Albright-Knox Art Gallery", Albrightknox.org დაარქივებული 2008-12-18 საიტზე Wayback Machine. , 23 September 2008
  10. Colin Dabkowski (August 24, 2013), Albright-Knox buys mammoth painting by German artist Anselm Kiefer The Buffalo News.
  11. Carol Vogel (January 14, 2013), Buffalo’s Albright-Knox Gets a Director from Much Farther North The New York Times.
  12. Kevin West (November 2007), In With The New - With contemporary art booming out of control, how can museums afford to play? დაარქივებული 2014-01-16 საიტზე Wayback Machine. W.
  13. Colin Dabkowski (October 9, 2013), Albright-Knox gets $11 million bequest from ex-board member, Peggy Pierce Elfvin Buffalo News.
  14. Hours & Admission. Albright–Knox Art Gallery. ციტირების თარიღი: August 6, 2016