ოლაფის გაყინული თავგადასავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ოლაფის გაყინული თავგადასავალი“
ინგლ. Olaf's Frozen Adventure
ჟანრი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
რეჟისორი

კევინ დეტერსი

სტივი ვერმერსი
პროდიუსერი როი კონლი
როლებში
მწარმოებელი კომპანია

Walt Disney Animation Studios

Walt Disney Pictures
დისტრიბუტორი

Walt Disney Studios

Motion Pictures
გამოსვლის თარიღი 22 ნოემბერი, 2017 წელი (კოკო-სთან ერთად
ხანგრძლივობა 21 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური

ოლაფის გაყინული თავგადასავალი (ინგლ. Olaf's Frozen Adventure) — 2017 წლის ამერიკული 3D სტილის ანიმაციური ფილმი, რომელიც წარმოებულია Walt Disney Animation Studios მიერ და გამოქვეყნდა Walt Disney Pictures-ის მხარდაჭერით. ფილმის რეჟისორია კევინ დეტერსი და სტივი ვერმერსი. ფილმში მონაწილე პერსონაჟებს ახმოვანებენ ჯოშ გადი, კრისტენ ბელი, იდინა მენზელი და ჯონათან გროფი, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ 2013 წლის ანიმაციაში, სახელწოდებით გაყინული. ფილმის პრემიერა 3D– ში შედგა კინოთეატრებში მცირე ხნით[1] პიქსარის კოკო- გამოსვლამდე, 2017 წლის 22 ნოემბერს, ხოლო სატელევიზიო დებიუტი შედგა ABC– ზე 2017 წლის 14 დეკემბერს.[2]

გამხმოვანებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯოშ გადი ოლაფის როლში, მოლაპარაკე თოვლის კაცი, რომელიც ელზამ შექმნა პირველ ფილმში.
  • კრისტენ ბელი, როგორც ანა, ელზას უმცროსი და, არენდელის პრინცესა და კრისტოფის მეგობარი გოგონა.
  • იდინა მენზელი, როგორც ელზა, ანას უფროსი და და არენდელის დედოფალი.
    • ევა ბელა, როგორც ახალგაზრდა ელზა
  • ჯონათან გროფი, როგორც კრისტოფი, ყინულის გამყიდველი და ანას მეგობარი ბიჭი.
  • კრის უილიამსი, როგორც ოუკინი.
  • ჯონ დე ლანსი მისტერ ოლსენის როლში
  • ლაური ფრეიზერი, როგორც ქალბატონი ოლსენი

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ოლაფის გაყინული თავგადასავალი ტელევიზიაში, ABC- ზე,[3] გაიშვებოდა. როი კონლის პროდიუსერობითა და კევინ დეტერსისა და სტივი ვერმერსის რეჟისორობით. ფილმის სათაურის შესახებ ცნობილი გახდა 2016 წელს ABC- ზე და მას თავდაპირველად ერქვა: გაყინულის შექმნა:არენდელში დაბრუნება. ამასთან, 2017 წლის ივნისში გამოცხადდა, რომ ფილმი კინოთეატრებში მცირე ხნით ჩაიშვებოდა პიქსარის კოკოს გამოსვლამდე.[1] ფილმში მონაწილეობის მისაღებად მთავარი მსახიობები ჯოშ გადი, კრისტენ ბელი, იდინა მენზელი და ჯონათან გროფი დაბრუნდნენ და სიუჟეტი ოლაფის, თოვლის კაცის გარშემო ვითარდება, როდესაც ის ცდილობდა ანას, ელზასა და კრისტოფისთვის საუკეთესო სადღესასწაულო ტრადიციების შეექმნა.[4][5]

მუსიკა ჩაიწერა 80-კაციანმა ორკესტრმა 2017 წლის მაისში.[6]

ოლაფის გაყინული თავგადასავალი
კინომუსიკა
სხვადასხვა შემსრულებლები
გამოცემის თარიღი 3 ნოემბერი, 2017
ჩაიწერა 2017 წლის მაისი
სტუდია Walt Disney Records
ხანგრძლივობა 25:40
პროდიუსერი ელისა სამსელი; ქეით ანდერსონი; კრისტოფი ბეკი; ჯეფ მოროუ

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმისთვის ოთხი ორიგინალური სიმღერაა დაწერილი ელიზა სამსელისა და ქეით ანდერსონის მიერ სახელწოდებით: ,,ბეჭედი სეზონში", „ფლემინგრადის ბალადა", „წელიწადის ეს დრო" და „როდესაც ჩვენ ერთად ვართ". ფილმი დააპროექტეს კრისტოფ ბეკისმა და ჯეფ მოროსმა. ანიმაციის სრული საუნდტრეკი გამოვიდა 2017 წლის 3 ნოემბერს, Walt Disney Records- ის მიერ .[7][8]

გამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლაფის გაყინული თავგადასავალი-ს პრემიერა შედგა Walt Disney Pictures– ის მხარდაჭერით 3D ფორმატში კინოთეატრებში, მცირე ხნით 2017 წლის 22 ნოემბერს, პიქსარის 's კოკო– ს ჩვენებებამდე.[4][5] 23 ნოემბერს, დისნეიმ განაცხადა, რომ ოლაფის გაყინული თავგადასავალი დისნეის საკაბელო ტელევიზიების საშუალებით გავრცელდებოდა ლათინურ ამერიკაში, Netflix- თან ერთად, 8 დეკემბერს კი გაიშვა მექსიკურ არხებზე Azteca 7 და 13.[9] კოკოს თანა-რეჟისორმა, ადრიან მოლინამ თქვა, რომ ფილმის მცირე ხნით გაშვება კოკო-მდე იყო „ექსპერიმენტი" ფილმის მიკლემეტრაჟიანობის გამო.[10] ფილმის ჩვენება აშშ-ში 8 დეკემბერს შეწყდა.[11]

მექსიკაში კოკოს გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ, ადგილობრივმა მედიამ განაცხადა, რომ საზოგადოება უკმაყოფილო იყო ოლაფის ისტორიის ასეთი ხანგრძლივობით.[12][13][14][15] რამდენიმე დღის შემდეგ, მექსიკის ყველა კინოთეატრმა ბოდიში მოიხადა და ფილმების სიიდან სიტყვა მოკლე ამოიღო.[16][17] მსგავსი რეაქცია ჰქონდა ამერიკულ აუდიტორიასაც.[18]

მოკლემეტრაჟიანი ფილმის დებიუტი შედგა ABC- ზე 2017 წლის 14 დეკემბერს, შობის 25 დღის ფარგლებში .[19] რა პერიოდშიც ანიმაციას 5,64 მილიონმა ადამიანმა უყურა.[20]

კრიტიკული გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Rotten Tomatoes– ზე, ოლაფის გაყინული თავგადასავლი– ს რეიტინგი არის 57%, 7 მიმოხილვის საფუძველზე და ფილმის საშუალო ნიშანი 5,12 / 10.[21]

მოწონება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ფილმმა სამი ნომინაცია მიიღო 2018 წლის Annie Award- ზე . ფილმი დასახელდა, როგორც საუკეთესო ანიმაციური სპეციალური წარმოების ფილმი. კრისტოფერ ჰენდრიქსი, დენ ლუნდი, მაიკ ნავარო, ჰიროაკი ნარიტა და სტივენ ჩიტვუდი ნომინირებული იყვნენ ეფექტების კატეგორიაში. ელისა სამსელი, ქეით ანდერსონი და კრისტოფ ბეკი წარდგენილნი იყვნენ მუსიკისთვის ანიმაციური მხატვრული ფილმისთვის.[22]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Booth, Kaitlyn (June 13, 2017)."Olaf's Frozen Adventure Trailer For The 21-Minute Featurette In Front Of Coco" . Bleeding Cool. Retrieved December 2, 2017.
  2. OLAF'S FROZEN ADVENTURE Makes Broadcast Television Debut on ABC, 12/14. broadwayworld.com (December 8, 2017). ციტირების თარიღი: December 8, 2017.
  3. ABC to Air FROZEN Holiday Special in 2017; Idina Menzel, Kristen Bell & Josh Gad to Return!. Broadway world (February 9, 2016). ციტირების თარიღი: February 9, 2016.
  4. 4.0 4.1 Perry, Spencer (June 13, 2017). „Olaf's Frozen Adventure Trailer Returns to the World of Frozen“. ComingSoon.net. ციტირების თარიღი: June 13, 2017.
  5. 5.0 5.1 Snetiker, Marc (June 13, 2017). „Q&A: John Lasseter Debuts New 'Frozen' First Look“. EW.com. ციტირების თარიღი: June 13, 2017.
  6. 'Olaf's Frozen Adventure' Directors Kevin Deters & Stevie Wermers-Skelton on Crafting the Featurette“. Collider (ინგლისური). 2017-11-15. ციტირების თარიღი: 2017-12-03.
  7. Olaf's Frozen Adventure (Various Artists). ციტირების თარიღი: October 13, 2017.
  8. Marnell, Blair (November 3, 2017). „OLAF'S FROZEN ADVENTURE Soundtrack Out Today“. broadwayworld.com. ციტირების თარიღი: November 3, 2017.
  9. http://www.milenio.com/hey/television/cortometraje-olaf-frozen-disney_channel-netflix-milenio-noticias_0_1072092922.html
  10. „Disney's Olaf's adventures gets Frozen out of Coco screenings this Christmas“. Metro (ინგლისური). 2017-12-03. ციტირების თარიღი: 2017-12-03.
  11. Pddig, Carolyn. (December 2, 2017) Disney Pulling Frozen Short Before Coco. ციტირების თარიღი: December 2, 2017.
  12. „Espectadores molestos por el corto de Frozen previo a Coco“. Excélsior (ესპანური). November 1, 2017. ციტირების თარიღი: November 2, 2017.
  13. Digital, Milenio (November 1, 2017). „Esto es lo peor de 'Coco' según usuarios de redes sociales“. Milenio.com (ესპანური). ციტირების თარიღი: November 2, 2017.
  14. 'Coco': El detalle que está enfureciendo a las personas que ven la película (November 1, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 26, 2017. ციტირების თარიღი: November 2, 2017.
  15. Usuarios en redes molestos por el corto de 'Frozen' que sale antes de 'Coco' (October 31, 2017). ციტირების თარიღი: November 2, 2017.
  16. Redacción (November 4, 2017). „Tras quejas, se verá "Coco" sin corto de "Frozen". El Universal (Mexico City) (ესპანური). ციტირების თარიღი: November 5, 2017.
  17. Redacción (November 4, 2017). „Cadenas de cines te escuchan: verás 'Coco' sin el corto de Frozen“. Excélsior (ესპანური). ციტირების თარიღი: November 5, 2017.
  18. 'Frozen' Short Showing Before 'Coco' Gets Cold Reception“. newsmax.com. 29 November 2017. ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  19. Olaf’s Frozen Adventure to Debut on ABC December 14 (December 8, 2017). ციტირების თარიღი: December 8, 2017.
  20. ‘Thursday Night Football’ adjusts up, still at season low: Thursday final ratings (December 15, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 21, 2018. ციტირების თარიღი: December 16, 2017.
  21. Olaf's Frozen Adventure (2017). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: February 17, 2020
  22. Hipes, Patrick. (December 4, 2017) Annie Awards: Disney/Pixar's 'Coco' Tops Nominations. ციტირების თარიღი: December 4, 2017.