ოკუნევის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოკუნევის კულტურის პერიოდის ლანდშაფტური გამოსახულება (ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრული) ხაკასეთის ეროვნულ მუზეუმ-ნაკრძალში.

ოკუნევის კულტურა (რუს. Окуневская культура) — ბრინჯაოს ხანის კულტურა. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით. გავრცელებული იყო სამრეთ ციმბირში.[1][2] სახელი ეწოდება ხაკასეთის სამხრეთით მდებარე სოფლის მიხედვით, სადაც ის სერგეი ტეპლოუხოვმა 1928 წელს აღმოაჩინა.

ოკუნევის კულტურას წინ უძღვოდა აფანასევოს კულტურა. მათ შორის სხვაობა აჩვენებს, რომ ოკუნევის კულტურა წარმოიშვა ტაიგის რეგიონში, ხოლო აფანასევოს კულტურა მიიჩნევა პროტოინდოევროპულად.

ოკუნევის კულტურა წარმოდგენილია სასაფლაოების სტრუქტურებით, რომლებიც შედგენილია ზედაპირზე გაკეთებული მცირე ზომის მართკუთხა ღობეებით. თვითონ საფლავებიც ასევე შემოსაზღვრულია ქვის ფილებით. აღმოჩენილი ჩონჩხები მიეკუთვნება მონღოლოიდური რასას, რომლებიც დასაფლავებული არიან ზურგზე მწოლიარენი და მუხლებში მოხრილი ფეხებით. ზოგიერთ საფლავში აღმოჩენილია გულუხვად დეკორირებული ჭურჭელი, ვერცხლის და ბრინჯაოს დანები, სათევზაო ანკესები და ბეჭდები. ასევე ხელოვნების ნიმუშები: ადამიანის სახიანი ქვის ფიგურები და ქვის ფილებზე მიჭედებული ფრინველების და ცხოველების გამოსახულებიანი ძვლის ფირფიტები.

მოსახლეობის მთავარი საქმიანობა მეცხოველეობა იყო, ასევე მისდევდნენ მეთევზეობას და ნადირობას. არ არის გამოკვეთილი ნიშნები ქონების ან საზოგადოების ფენებად დაყოფის.

ოკუნევის კულტურა ჩაანაცვლა ანდრონოვოს კულტურამ.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]