ოკსენ მირზოიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოკსენ მირზოიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 11 ივნისი, 1961 (1961-06-11) (62 წლის)
დაბ. ადგილი ანგეღაკოთი, სომხეთის სსრ
სიმაღლე 155 სმ სმ
წონა 56 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა სსრკ და სომხეთი
სპორტი ძალოსნობა
კლუბი დინამო ერევანი
ჯილდოები მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ 1-ლი ხარისხი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ოკსენ მირზოიანი (სომხ. Օգսեն Միրզոյան; დ. 11 ივნისი, 1961, ანგეღაკოთი, სომხეთის სსრ) — კარიერადასრულებული საბჭოთა სომეხი ძალოსანი. არის ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი. 1984 წელს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება, ხოლო 1998 წელს მიენიჭა სომხეთის დამსახურებული მწვრთნელის წოდება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკსენ მირზოიანი დაიბადა 1961 წლის 11 ივნისს სოფელ ანგეღაკოთში, სიუნიქის პროვინციაში სომხეთის სსრ-ში. 1965 წელს ოჯახი საცხოვრებლად სოფელ ბაღრამიანში, ვაღარშაპატის რეგიონში გადავიდა. 1977 წელს დაიწყო ძალოსნობაში ვარჯიში აშოტ ვილასიანას ზედამხედველობის ქვეშ.

1981 წელს მიროზიანი გახდა სსრკ-ის ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი. 1983 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატისა და ამავე წლის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოგებით მირზოიანი გახდა ევროპიდა და მსოფლიო ჩემპიონი. ორივე ტურნირის მსვლელობისას მირზოიანმა მსოფლიო რეკორდები დაამყარა როგორც ატაცსა და აკვრაში, ისე მთლიან წონაში (56 კგ კატეგორიაში).[1][2][3] 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბოიკოტის გამო, იმ წელს მირზოიანმა ვერ მიიღო აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა. როგორც მსოფლიო ჩემპიონი, იგი ხსენებულ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა.

1988 წლის დასაწყისში მირზოიანის მეტოქემ, ნენო ტერზისკიმ დოპინგ ტესტი ჩააგდო რის გამოც ძალოსნობას ჩამოაცილეს. სეულში გამართულ 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მან მეორე ადგილი დაიკავა (პირველზე მიტკო გრაბლევი გავიდა). თუმცა გრაბლემაც ჩააგდო დოპინგ ტესტი და დისკვალიფიკაცია მიიღო ამისთვის. ამგვარად, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული და ოლიმპიური ოქროს მედალი ოკსენ მირტოიანს გადაეცა.[4]

1991 წელს ოკსენ მირზოიანმა ძალოსანის კარიერა დაასრულა. მოგვიანებით მუშაობა მწვრთნელად დაიწყო. იგი გახდა სომხეთის ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 1998-2004 წლებში იყო სომხეთის ძალოსანობის ფედერაციის თავმჯდომარე.[5] 2004 წლის მდგომარეობით, მირზოიანი იყო სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და ძალოსნობაში ერევნის სპორტ-სკოლის დირექტორი. 2013 წლის 9 მარტს მირზოიანი ხელახლა აირჩიეს სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად.[6]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკსენი წვრთნიდა შვილს, ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს არაკელ მირზოიანს, რომელმაც მამის მსგავსად ცხოვრება ძალოსნობას დაუკავშირა. არაკელი სომხეთისთის ასპარეზობდა ლონდონში გამართულ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში. ოკსენი აგრეთვე წვრთნიდა ძმისშვილ არაიკ მირზოიანს რომელიც აგრეთვე ძალოსანია.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1983 European Championships – Bantamweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 10 January 2013.
  2. 1983 World Championships – Bantamweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 10 January 2013.
  3. Выступление сборной команды СССР по тяжёлой атлетике на чемпионате мира и Европы 1983 года в Москве (in Russian). www.olympic-weightlifting.ru. Retrieved 10 January 2013.
  4. ОЛИМПИЗМ (in Russian). www.sport-express.ru. Retrieved 10 January 2013.
  5. Soviet Weightlifting Athletes: Where Are They Now?. www.chidlovski.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 10 January 2013.
  6. Գագիկ Ծառուկյանը միաձայն վերընտրվեց ՀԱՕԿ նախագահ (in Armenian). sport.news.am. Retrieved 9 March 2013.
  7. Отец и сын (in Russian). www.golos.am. Archived from the original on 16 June 2013. Retrieved 10 January 2013.