ოკლენდის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ოკლენდის რეგიონი
ინგლ. Auckland
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ადმ. ცენტრი ოკლენდი
კოორდინატები 36°54′00″ ს. გ. 174°47′00″ ა. გ. / 36.90000° ს. გ. 174.78333° ა. გ. / -36.90000; 174.78333
ფართობი 4894 კმ²
მოსახლეობა 1 415 550 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
ოფიციალური საიტი aucklandcouncil.govt.nz
თანამგზავრული ფოტო

ოკლენდი (ინგლ. Auckland) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. სახელი ეწოდა ქვეყნის უდიდესი ურბანული არეალის — ქალაქ ოკლენდისგან. რეგიონი მოიცავს ოკლენდის მეტროპოლისს, პატარა ქალაქებს, სასოფლო დასახლებებსა და ჰაურაკის ყურის კუნძულებს. ამ რეგიონში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი. ახალი ზელანდიის რეგიონებს შორის, ოკლენდს ყველაზე დიდი მოსახლეობა ჰყავს, პირველია ეკონომიკურად, მაგრამ ტერიტორიის მხრივ მეორე ყველაზე მცირეა.

2010 წლის 1 ოქტომბერს, ოკლენდის რეგიონი უნიტარული მმართველობის გახდა, რომელსაც ოკლენდის საბჭო მართავს. მან წინა რეგიონული საბჭო და შვიდი ადგილობრივი საბჭო ჩაანაცვლა. ამ პროცესში, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ტერიტორია მეზობელ უაიკატოს რეგიონს გადაეცა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი გადაშლილია კაიპარის უბიდან (ჩრდილოეთით) სამხრეთით, ოკლენდის ნახევარკუნძულის ყელების გასწვრივ, უაიტაკერეს ქედებისა და ოკლენდის ვიწრო ყელების გავლით. რეგიონი სრულდება მდინარე უაიკატოს შესართავიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნორთლანდის, სამხრეთით კი უაიკატოს რეგიონი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]