ოკინოშიმის წმინდა კუნძული და მასთან დაკავშირებული ადგილები
| ოკინოშიმის წმინდა კუნძული და მასთან დაკავშირებული ადგილები | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
ნაკაცუ-მია | |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iii |
| რეგიონი | აზია |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2017 (41-ე სესია) |
| ნომერი | 1535 |
![]() | |
| https://www.okinoshima-heritage.jp/ | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1535 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ოკინოშიმის წმინდა კუნძული და მასთან დაკავშირებული ადგილები (იაპონ. 神宿る島」宗像・沖ノ島と関連遺産群) — იაპონიის კუნძულ კიუშუს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ძეგლთა ჯგუფი, რომელიც 2017 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ii და iii კრიტერიუმების მიხედვით.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„კოჯიკისა“ და „ნიჰონ შოკის“ მიხედვით, მუნაკატის სამი ღვთაება ამატერასუს ქალიშვილებად ითვლება, რომლებიც მზის ქალღმერთის მიერ უზარმაზარი ხმლების შთანთქმის შედეგად გაჩნდნენ.[2][3] ოკიცუ-მია კუნძულ ოკინოშიმაზე მუნაკატა ტაიშას სინტოისტური სამლოცველო კომპლექსის ნაწილია; კუნძულზე ოფიციალური სამლოცველო შენობები არ აუშენებიათ; ამის ნაცვლად, თაყვანისცემის ცენტრს ქვის გროვები ანუ იორიშირო წარმოადგენდა.[4] IV-X საუკუნეებამდე ამ ადგილას 80 000-ზე მეტი არტეფაქტი განათავსეს.[1] ისინი ეროვნულ საგანძურად არის გამოცხადებული.[5][6] მათ შორისაა სარკეები და ბრინჯაოს დრაკონის თავის ფორმის ნივთები ვეის ეპოქის ჩინეთიდან; ოქროს ბეჭდები და ცხენის აღკაზმულობა, რომლებიც სილას სამარხებში კორეაში ნაპოვნი ნივთების მსგავსია და მინის თასის ფრაგმენტები სასანიდური სპარსეთიდან..[2] მუნაკატის კლანი (宗像氏), ძლიერი ადგილობრივი მმართველები, აკონტროლებდნენ გზას კონტინენტისკენ და „ხელმძღვანელობდნენ რიტუალებს“.[1][2] ამ ტერიტორიაზე არსებული მრავალი კოფუნი ანუ ყორღანი, სავარაუდოდ, მათი სამარხებია.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 Sacred Island of Okinoshima and Associated Sites in the Munakata Region. UNESCO. ციტირების თარიღი: 10 July 2017.
- 1 2 3 (1993) რედ. Brown, Delmer M: The Cambridge History of Japan I: Ancient Japan. Cambridge University Press, გვ. 312–6. ISBN 0-521-22352-0.
- ↑ Aston, W.G. [1896] (1972). Nihongi: Chronicles of Japan from the Earliest Times to A.D. 697. Tuttle, გვ. 37. ISBN 0-8048-0984-4.
- ↑ Watanabe Yasutada (1974). Shinto Art: Ise and Izumo Shrines. Weatherhill, გვ. 125. ISBN 0-8348-1018-2.
- ↑ 福岡県宗像大社沖津宮祭祀遺跡出土品 Japanese. Agency for Cultural Affairs. ციტირების თარიღი: 28 June 2012.
- ↑ 伝福岡県宗像大社沖津宮祭祀遺跡出土品 Japanese. Agency for Cultural Affairs. ციტირების თარიღი: 28 June 2012.
