შინაარსზე გადასვლა

ოკემის სამართებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ ოკემელის გამოსახულება ხელნაწერში Summa logicae.

ფილოსოფიაში ოკემის სამართებელი (ასევე: ოკამის სამართებელი, ან ოკემის ცული; ლათ. novacula Occami) — პრობლემების გადაჭრის პრინციპი. ოკემის სამართებელის თანახმად ახსნა ყოველთვის უნდა ვცადოთ ელემენტთა რაც შეიძლება მცირე რაოდენობის მეშვეობით. იგი ასევე ცნობილია როგორც მოკრძალების პრინციპი ან ეკონომიურობის კანონი (ლათ. lex parsimoniae). ამ პრინციპის შექმნას მიაწერენ XIV საუკუნის ინგლისელ ფილოსოფოსს და თეოლოგს, უილიამ ოკემელს. მას ხშირად ციტირებენ ლათინური ფრაზით ლათ. Entia non sunt multiplicanda praeter necessitatem, რაც ითარგმნება, როგორც „არსნი არ უნდა გამრავლდნენ აუცილებლობის გარეშე“,[1][2] მიუხედავად იმისა, რომ თავად ოკემს ეს კონკრეტული ფორმულირება არასოდეს გამოუყენებია. ხშირად გამოიყენება ამ პრინციპის გამარტივებული ფორმულირება: „ორი კონკურენტი თეორიიდან უპირატესობა ენიჭება იმ ახსნას, რომელიც უფრო მარტივია.[3]

ამ ფილოსოფიური სამართებელის მიხედვით, ორი თანაბარი ჰიპოთეზიდან, როდესაც ორივეს თანაბარი არგუმენტირებული ძალა აქვს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, რომელიც უფრო ნაკლებ დაშვებებს მოითხოვს.[4] ამასთანავე, პრინციპი არ გულისხმობს იმას, რომ იგი გამოიყენება ისეთი ჰიპოთეზების გასარჩევად, რომლებიც განსხვავებულ პროგნოზებს აკეთებენ. ანალოგიურად, მეცნიერებაში ოკემის სამართებელი გამოიყენება აბდუქციური ევრისტიკის როლში თეორიული მოდელების შემუშავებისას და არა როგორც სავალდებულო კრიტერიუმი სხვადასხვა კონკურენტ მოდელს შორის.[5][6]

  1. Barry, C. M.. (27 May 2014) Who sharpened Occam's Razor?. ციტირების თარიღი: 5 August 2022
  2. Schaffer, Jonathan (2015). „What Not to Multiply Without Necessity“ (PDF). Australasian Journal of Philosophy. 93 (4): 644–664. doi:10.1080/00048402.2014.992447. S2CID 16923735. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 9 September 2020. ციტირების თარიღი: 8 August 2019.
  3. Duignan, Brian. Occam's Razor. ციტირების თარიღი: 11 May 2021
  4. Ball, Philip. (11 August 2016) The Tyranny of Simple Explanations en. ციტირების თარიღი: 2 February 2023
  5. Hugh G. Gauch, Scientific Method in Practice, Cambridge University Press, 2003, ISBN 0-521-01708-4, ISBN 978-0-521-01708-4.
  6. Hoffman, Roald; Minkin, Vladimir I.; Carpenter, Barry K. (1997). „Ockham's Razor and Chemistry“. Hyle: International Journal for Philosophy of Chemistry. 3: 3–28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2018. ციტირების თარიღი: 30 May 2004.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკემის სამართებელი, BBC Radio 4-ის დისკუსია (In Our Time, 2007 წლის 31 მაისი)