ოკაცეს კანიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი)
ოკაცეს კანიონი
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
ოკაცეს კანიონის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
მდებარეობა იმერეთის მხარე
უახლოესი ქალაქი ხონი
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ოკაცეს კანიონიბუნების ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის მიდამოებში.

კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.

კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული. სოფლიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ბილიკი ხვეულად ეშვება მისი ფსკერისაკენ. აქ კანიონის სიგანე და ქვახიდი 4 მეტრს არ აღემატება, მაშინ როდესაც სიღრმე 50 მეტრია.

კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული, ის ჯერჯერიბით შეუსწავლელია. ბოგას ქვემოთ, კანიონის სიღრმე მატულობს და 100 მეტრს აღწევს, რადგან ძველი ხეობის ფსკერი ზოგან უკუღმაა დახრილი. გეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს და რუკაზე დაიტანეს ტექტონიკური ნასხლეტი, დედამიწის ქერქის განარღვევი ნაპრალი და ამ ნაპრალის კიდეებს გადაადგილდება. ის ქვემო დინებას გარდიგარდმო ჰკვეთს. ხეობის ქვედა ნაწილი რამდენიმე ათეული მეტრით აწეულია შუა მონაკვეთთან შედარებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]