ოთხკუთხა კოშკი (იჩერი-შეჰერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთხკუთხა ციხე

ოთხკუთხა კოშკი (აზერბ. Dördbucaqlı qala) — აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ციხის კედლების კოშკი, ქალაქის ისტორიული ნაწილის იჩერი-შეჰერის მიმდებარედ. აღნიშნული კშკი მდებარეობს ციხის გალავნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კიჩიკ გალას ქუჩის მახლობლად, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ისმაილის შენობის უკან. კოშკი აგებულია XV საუკუნეში.

ბაქოში თავდაცვითი საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის დროს აშენდა ბრწყინვალე კოშკები, როგორც ციხესიმაგრის კედლების განუყოფელი ნაწილი, თავდაცვის სისტემის სიდიადის, სიძლიერისა და გამარტივების მიზნით.

შუა საუკუნეების წყაროების თანახმად, ბაქოში იყო 70-მდე ნახევრად კოშკი და ერთი ოთხკუთხა კოშკი, რომელიც ციხის გალავნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. შუა საუკუნეებში ამ კოშკს იყენებდნენ ჩრდილოეთიდან ციხის კედლების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, აგრეთვე კოშკს ჰქონდა სხვა დანიშნულებაც, იგი გამოიყენებოდა იარაღის საცავისთვის [1]. ბაქოს ჩრდილოეთ ნაწილის თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ციხის კედლების ხედით ბრწყინვალების გაზრდით. ამ მართკუთხა ციხეს „დონჯონსაც“ უწოდებენ.

ძეგლი იჩერი-შეჰერის სახელმწიფო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კაპიტალური რემონტი ჩაატარა 2014 წელს, შემდეგ კი „იჩერი-შეჰერის ტრადიციული ხელოვნების ცენტრის“ ფუნქციონირება დაიწყო სახელწოდებით „Art Tower“.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული კოშკი აფშერონის კლასიკური თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი მაგალითია. ძეგლი შედგება ოთხი იარუსისგან, რომელთაგან სამი დახურულია და ერთი ღია. კოშკის სიმაღლე 16 მეტრია, კედლების სისქე კი 2 მეტრი. კოშკი აშენდა ციხის ჩრდილოეთ კედლების შიდა ნაწილზე, ორმაგი ციხის კარიბჭემდე მიმავალ მიწისქვეშა გზაზე, რომელიც შექმნილია მეომრების კომფორტული გადაადგილებისთვის.

კოშკის ამ მდებარეობამ მეომრებს იარაღისა და საბრძოლო მასალის ასაღებად მიწისქვეშა შეიარაღებაში შესვლისა და გამოსვლის საშუალება მისცა. არსებობს შესაძლებლობა, რომ ციხესიმაგრიდან შირვანშაჰების სასახლისკენ ან ქალწულის კოშკისკენ მიწისქვეშა გზა იყოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ашурбейли С. Б. История города Баку. Период средневековья. — Б.: Азернешр, 1992. — 408 с. — ISBN 5-552-00479-5.

რესურესები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Памятники Национального значения. Официальный сайт Управления государственного историко-архитектурного заповедника Ичери-Шехер.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-01. ციტირების თარიღი: 2015-09-18.