ოთხთვალა თევზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთხთვალა თევზი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისკბილასნაირნი
სახეობა:  ოთხთვალა თევზი
ლათინური სახელი
Anableps tetrophthalmus

ოთხთვალა თევზი (ლათ. Anableps tetrophthalmus) — ცოცხლადმშობი თევზი კობრისკბილასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 16 სმ აღწევს. თვალის რქოვანა და ბადურა ჰორიზონტალური ტიხრით აქვთ გაყოფილი ორ ნაწილად. ზედა ნახევარი წყლის ზემოთაა. დაცურავს წყლის ზედაპირთან და საგანს ხედავს წყალშიც და ჰაერშიც. გავრცელებულია ტროპიკული ამერიკის პატარა ყურეებში. ძირითადად იკვებება ხმელეთის მწერებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]