ოთხთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოთხთა)
Jump to navigation Jump to search
ოთხთა ეკლესია
Otkhta church.jpg

ოთხთა ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადი

ოთხთა ეკლესია (თურქეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°48′50″ ჩ. გ. 41°28′17″ ა. გ. / 40.81389° ჩ. გ. 41.47139° ა. გ. / 40.81389; 41.47139
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი იუსუფელი
ადგილმდებარეობა დორთ კილისე
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი გვიანდელი ქართული ბაზილიკა
თარიღდება X საუკუნე
დეტალები
Plan of eastern wall of Otkhta.svg

აღმოსავლეთ ფასადის გეგმა

ოთხთა ეკლესიაX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ დორთკილისედან 5 კილომეტრის მანძილზე, თურქეთის ტერიტორიაზე. ოთხთა ეკლესია პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხთა ეკლესია მდებარეობს მდინარე ჭოროხის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სოფელ დორთკილისესგან 5 კილომეტრში. გეოგრაფიული კოორდინატები N40,814065° E41,471158°. ეკლესია მდებარეობს 1.350 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სამკუთხა ბაქანზე. მონასტერი შედგება ოთხი ნაგებობისგან - უზარმაზარი ბაზილიკა, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულია ორსართულიანი სამარხი ეგვტერი, სატრაპეზო დასავლეთით, ორნავიანი დარბაზი ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ყო განთავსებული სემინარია და სკრიპტორიუმი. მდინარე ჭოროხის მეორე მხარეზე, მონასტრის დასავლეთით 150 მეტრის მანძილზე მდებარეობს სამლოცველოსა და ორსართულიანი კამაროვანი ნაგებობის ნაშთები. ეს ნაშთები ექვთიმე თაყაიშვილისა და ვახტანგ ჯობაძეს მოსაზრებით ბერთა კრებულის სამყოფელი იყო.[1]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხთა ეკლესია პროპორციებით განსხვავდება ძველი ბაზილიკებისაგან (როგორებიცაა ბოლნისის სიონი და ურბნისის სიონი).[2]

აფსიდით დასრულებული შუა ნავი მკვეთრად არის გამოყოფილი გვერდის ნავებისაგან, სახურავის კალთები ციცაბო, ხოლო ფასადები დამუშავებულია ვიწრო და მაღალი დეკორატიული თაღებით. ნაგებია აგურითა და ქვაყორით, შემოსილია მორუხო-მოყავისფრო თლილი ქვით. ინტერიერი მოხატული იყო. ბაზილიკის გვერდით მონასტრის სატრაპეზო და დიდი სამნავიანი შენობაა (როგორც ფიქრობენ, სემინარია). აქვეა მცირე ზომის სამლოცველო, რომლის ქვეშაც სამარხია მოთავსებული.[2]

მთავარი ბაზილიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის მთავარი ნაგებობა არის სამნავიანი ბაზილიკა. მისი გარეთა სიგრძეა 28.46 მეტრი, სიგანე 18.60 მეტრი. ეკლესიის სიმაღლე 22.07 მეტრია. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. შესასვლელების სიმაღლე 3.74 მეტრია, ხოლო სიგანე 1.87 მეტრს შეადგენს. გარედან ეკლესია მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ტუფის ქვებით, რომლებიც სწორ რიგებათაა დალაგებული და რომელთა შორის არ არის დატოვებული ნაპრალი. ტლანქად ნათალი ტუფი აგურთან და რიყის ქვებთან ერთად ასევე გამოყენებულია შიდა წყობისთვის. ეკლესიის პილასტრები სუფთად თლილი ქვებისგან შედგება, ხოლო გულში გვხვდება ტუფის ერთგვაროვანი ხსნარი აგურის ნატეხებითა და ხრეშის მინარევებით.[1]

ეკლესიის სამხრეთი და დასავლეთი კედლები დაფარულია ორმეტრიანი ჩამოსული ქანებით, რის გამოც საძირკველის სტერეობატი და სტილობატი მხოლოდ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ჩანს. ეკლესიის საძირკველი ორსაფეხურიანია და ნაგებია 0.19 მეტრის სიგანისა და სიმაღლის მქონე თლილი ქვებისგან. 0.50 სიგანის მქონე პილასტრებზე გადაყვანილი კამაროვანი და დეკორაციული თაღების მეშვეობით გარეთა კედლები არის ერთიანად დანაწევრებულია. 1.85 მეტრს შეადგენს სართავი თაღების სიგანე, თუმცა აღსანიშნავია კარების (კარების სიგანე 1.87 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3.75 მეტრი) თაღები, რომლების სიგანე 2.28 მეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლე 9.20 მეტრია.[1]

საკურთხეველში შემორჩენილია ფრესკები. საკურთხევლის საკრმელში არსებულ ფრესკაზე სავარაუდოდ წმინდა ელენე ან წმინდა ეკატერინე არის გამოსახული.

სამხრეთი ნავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხთა ბაზილიკის სამხრეთი კედლის ქვის დიდი ნაწილი მოპარულია. კედლის სისქე 1.03 მეტრია. ვახტანგ ჯობაძის მოსაზრებით ეკლესიის ორივე ფასადი იყო ერთნაირად აშენებული. ბაზილიკის ორივე ნავში არის ორ სართულად გაჭრილი კედლის თაღები. ეკლესიის სარკმელების სიმაღლე 1.05 მეტრს შეადგენს. სარკმელები ფართოვდებიან გარედან (0.28 მ) შიგნითკენ (0.95 მ). ტაძრის პირველ სართულზე შვიდი სარკმელია, ხოლო მეორეზე - ხუთი. ვახტანგ ჯობაძემ ორ ადგილას აღმოაჩინა წრეების წნულითა და ორმაგი ლენტით დეკორირებული ნახევარწრიული პროფილების ფრაგმენტები.[1]

ჩრდილოეთი ნავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკეთესად შემორჩენილ ჩრდილოეთი ფასადის ქვედა რიგების სარკმელებს ახლავთ მონოლითური თაღები. თაღები დამშვენებულია რადიალური ღადებით, ზედ გადაწნული წრეებით, ორმაგ ლენტთან გადაბმული პარალელური წრეებითა და ბატიყელათი. გეომეტრიული სახეებითა და მცენარეებით შემკულია ეკლესიის ჩრდილოეთი ნავის ზედა რიგი. ზედა რიგი დამშვენებულია ექვსფურცელა ვარდულებით, ვაზის მტევნებით, განახევრებული S-ის ყლორტებით, ორლენტიანი წნულით, ტოლმკლავიანი განედლებული ჯვრებით, თევზისფხური სახით და გადაწნული კვადრატებით.[1]

ოთხთა ეკლესია დეკორატიულად უფრო მორთულია ჩრდილოეთ მხარეს. ორფა გრეხილები, ორ და სამმაგი ნაჭდევებით, რომბებით, მაკრატელა და კბილანა სახეებით მორთულია ჩრდილოეთი ფასადი, ხოლო სამხრეთით ფასადის კაპიტლები სადაა. ვახტანგ ჯობაძის მოსაზრებით ტაძრის მშენებელმა უფრო გაუწია ანგარიში ადგილის ვითარებებს ვიდრე ტრადიციას.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოლქვაძე თ.; იმოგზაურეთ ტაო-კლარჯეთში /ბურჯი ეროვნებისა.-2003.-N1-2.-გვ.20-23.;
  • ბერიძე ვ.; ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.43; 125-126.;
  • ვირსალაძე თ. წმინდა სოფიის გამოსახულება ოთხთას ეკლესიის მოხატულობაში //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXVI სამეცნიერო სესიის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. 1987 წლის 29 და 30 იანვარი.-თბ.,1981.-გვ.24-27.
  • გუგუნავა ალ. მოგზაურობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში.-თბ.,1996.-გვ.24-25.
  • ოთხთა ეკლესია ("დორთ-ქილისე") //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.287-289.
  • ციცხვაია ლ. ოთხთა ეკლესიის მონასტრის ზედა სამლოცველო //სამეცნიერო შრომების კრებული. ხელოვნებათმცოდნეობა.-2001.-N2.-გვ.209-211.
  • დიდი ხუთეული ტაოთა: ოთხთა ეკლესია //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი.-თბ.,2004.-გვ.175-182.
  • ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.108-109.
  • ტაო-კლარჯეთის კედლის მხატვრობა //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1971.-გვ.195-199.
  • ალექსიძე ნ. ხოშტარია დ. ახალი ცნობები ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ //ლიტერატურა და ხელოვნება.-1991.-N1.-გვ.117-161.
  • მარსაგიშვილი გ. ოთხთა ეკლესიის მონასტრის ზედა (არსენისეული) ეკლესია //საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომრლთა შრომების კრებული. ნარკვევები.V.-1999.-გვ.89-95.
  • ტაო-კლარჯეთის ძეგლების ფოტოთეკა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული.-1998.-გვ.113-114.
  • ოთხთა ეკლესიის მონასტერი //ჯობაძე ვ. ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში.-თბ.,2007.-გვ.180-202.
  • ოთხთა ეკლესია //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.127.
  • პრივალოვა ეკ. ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობის შესახებ //სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია 11-13 ოქტომბერი, 1995: საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები.-თბ.,1998.-გვ.314-336.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5

    ჯობაძე, ვახტანგ

    ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში = Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klajet'i, and Savset'i / ვახტანგ ჯობაძე ; [მთარგმნ.: დიმიტრი თუმანიშვილი, დავით ხოშტარია ; რედ. მარიამ ლორთქიფანიძე]. - თბ. : უნივერსალი, 2007. - 277გვ. : 346ტაბ. ; 29სმ.. - საკუთ. სახ. საძ.: გვ. I-XII. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 978-99940-61-11-2 : [ფ.ა.][MFN: 31775]

    UDC: 726.5(=353.1)(560)

    Subjects: - ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები თურქეთში; ქართული სამონასტრო არქიტექტურა;

    K 24.469/4 - General Stock (..22)726/ჯ-603 - Kartvelology Division F 7.861/4 - Depositary Georgian Publications

  2. 2.0 2.1 ოთხთა - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7, გვერდი 505, თბილისი, 1984 წელი.