ოთარ ჭუმბურიძე
იერსახე
ოთარ ჭუმბურიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 ივნისი, 1938 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი |
საქმიანობა | რეჟისორი, ოპერატორი |
შვილ(ებ)ი | გიორგი ჭუმბურიძე |
ოთარ ჭუმბურიძე (დ. 12 ივნისი, 1938) — ქართველი რეჟისორი და ოპერატორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოთარ ჭუმბურიძე დაიბადა 1938 წლის 12 ივნისს. დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ-ის) საოპერატორო ფაკულტეტი 1972 წელს და ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი ტელე-კინო რეჟისურის სპეციალობით 1992 წელს.
1956 წლიდან მუშაობდა ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში (ქდსპფ) ოპერატორის ასისტენტად და ოპერატორად. 1970-იან წლებში, როგორც დამდგმელმა ოპერატორმა გადაიღო რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მონადირე“ (ალექსანდრე ჟღენტი, 1969)
- „ცოტნე დადიანი“ (ალექსანდრე ჟღენტი, 1972)
- „საჰაერო ხიდი“ (დ. რონდელი, 19074)
- „ამბავი აფხაზი ჭაბუკისა“ (იგორ ამასიისკისთან ერთად. რეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი, 1977)
- „შესვენება“ (ბ. სულაძე, 1978).
1983 წლიდან მუშაობს ქდსპფ სტუდია „მემატიანეში“. ოპერატორი ფილმებისა:
- „მშვიდად რომ ვიყოთ“ (1983)
- „ილია ჭავჭავაძის გმირები“ (1983)
- „სადარაჯოზე“ (ჟ. მიქელაძე, 1985)
- „ვაზის გადასარჩენად“(1988) და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარინა კერესელიძე. ქართული კინო 1896-2011. ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი, 2011 წელი, გვ. 218. ISBN: 9789941033704