ოთარ შუბითიძე
ოთარ შუბითიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 27 ივნისი, 1932 (92 წლის) |
დაბ. ადგილი | სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი, ინჟინერი და მკვლევარი |
ოთარ შუბითიძე (დ. 27 ივნისი, 1932, ქუთაისი, საბჭოთა კავშირი) — ქართველი გეოგრაფი, ინჟინერი, მკვლევარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ოდესის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი დამთავრებული აქვს ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით. 1976 წლიდან მუშაობდა კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის ცენტრის უფროსად. აგრეთვე იგი იყო ქუთისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი. მისი კვლევის შედეგები ასახულია სამეცნიერო სტატიებში. 1970-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა კოლხეთის დაბლობის სასოფლო-სამეურნეო ათვისების მეცნიერულ დამუშავებაში. ამ საკითხებზე, ქართველ მეცნიერებთან ერთად, გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მუშაობდა დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხებზე, კერძოდ, მდინარეთა და ქარის ენერგეტიკულ რესურსები, რადიაციული ბალანსი და სხვ. გარდა ამისა, ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა სამეცნირო-პოპულარული ხასიათის წერილებს კლიმატზე, ამინდის თავისებურებებზე, ეკოლოგიაზე და სხვ. იგი გახლავთ ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. 1985 წელს დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაციის თემა „რიონის კალაპოტის პროცესები“.[1]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1982 — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი