ოთარ ქინქლაძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ ქინქლაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი ახალი კუკია
წინა სახელები ანას ქუჩა, ალექსანდრე ეგოროვის ქუჩა, პეტრე შირშოვის ქუჩა.

ოთარ ქინქლაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); გიორგი ჩიტაიას ქუჩიდან პიატიგორსკის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ანას ქუჩა. 1923 წლიდან — ალექსანდრე ეგორივის (დატანილია თბილისის 1937 წლის გეგმაზე) შემდეგ პეტრე შირშოვის სახელი ერქვა. ოთარ ქინქლაძის სახელი ეწოდა 1997 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]