ოთარ კალანდარიშვილი
ოთარ კალანდარიშვილი, (16 ივლისი, 1925, თბილისი; — 18 სექტემბერი, 2003) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არქიტექტორი (1967), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1950 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1951–2003 წლებში მუშაობდა „თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, პროექტის მთ. არქიტექტორად, არქიტექტურის სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1955-1977 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე.
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღის ჭედური ღობე (1952; დ. მორბედაძესთან ერთად); ინდივიდუალური სააგარაკო სახლები დაბა წყნეთში (1953); ოქტომბრის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი (1954), მეტროს სადგურ „რუსთაველის მოედნის" ზედა პავილიონი (1965); სასტუმრო „ივერია" თბილისში (1967; თანაავტორი ი. ცხომელიძე, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1972); ნუცუბიძის ფერდობების განაშენიანება თბილისში – საცხოვრ. კომპლექსი „შატილი" (1974–1976; გ. ფოცხიშვილთან ერთად); მემორიალი ქუთაისში (1978; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი); რესპუბლიკის (ამჟამად პირველი რესპუბლიკის) მოედანი და სამსართულიანი სავაჭრო-საზოგადოებრივი ცენტრი თბილისში (1982; არქიტ. გ. ფოცხიშვილთან ერთად); დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში (1998; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 486.
- კინწურაშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 326.