შინაარსზე გადასვლა

ოთარ იშხნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ სიმონის ძე იშხნელი (დ. 20 აპრილი, 1921, სოფ. ჩხარი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, — გ. 1992) — ქართველი საბჭოთა ჯარისკაცი, II მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური მონაწილე, საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკი.

დაამთავრა სამხედრო სამეთაურო კურსები ქ. ლვოვში. 1939 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა უკრაინის ტერიტორიაზე. 1941 წელს ტყვედ ჩავარდა. 1942 წელს სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე ტყვეთა ბანაკების არალეგალური ანტიფაშისტური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვა­ნელი გახდა. 1944 წლის დასაწყისში მისი ხელმძღვანე­ლობით მოეწყო ტყვეთა აჯანყება, რომელიც გადაიზარდა პარტიზანულ მოძრაობაში ქ. კარბოსთან მდებარე „ლაპლანების ტყეში“. 1944 წლის აგვისტოში, როდესაც დაიწყო საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის საერთო ­გამოსვლები, მათ უკვე გაერთიანებული ძალით ­აიღეს ქ. ალბი. წინააღმდეგობის მოძრაობის დავალებით ლეიტენანტმა იშხნელმა საბჭოთა (ქართველი, ყაზახი და სხვ.), ფრანგი, ესპანელი, პოლონელი და იუგოსლავი მებრძოლებისგან ჩამოაყალიბა რეგულარული პოლკი, რომელსაც თავადვე მეთაურობდა (პოლკი ფრანგებისათვის ცნობილი იყო „მაკი ჟორჟიენის“ სახელით). შარლ დე გოლთან და პოლკოვნიკ კენინგთან ერთად მონაწილეობდა ტულუზის განთავისუფლებისადმი მიძღვნილი დიდი აღლუმში. 1945 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირში დაბრუნდა. ტყვედ ყოფნის გამო რეპრესირებული იყო — მიესაჯა 20 წლით პატიმრობა. 1955 წლის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაჯილდოებულია საფრანგეთის სამხედრო ჯილდოებით: „სამხედრო ჯვარი ხმლითა და ვერცხლის ვარს­კვლავით“, ორდე­ნით „მამაცობისთვის“, მედლით „წინააღმდეგობისათვის“ და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]