ოთარ დეკანოსიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ ქაიხოსროს ძე დეკანოსიძე (დ. 28 დეკემბერი, 1915, სოფ. ღარიხევი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, — გ. 16 თებერვალი, 1967, თბილისი) — ქართველი კინოოპერატორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966).

დაამთავრა საქართველოს სახკინმრეწვთან არსებული კინოსაოპერატორო კურსები. 1942 წლიდან მუშაობდა დამდგმელ ოპერატორად დოკუმენტურ და სამეცნიერო-პოპულარულ ფილმებზე. ძირითადი ნამუშევრები: „სახლი მწვერვალზე“ (1947), „სამგორი“ (1948), „ქართლის ბაღებში“ (1952), „უძველესი ქალაქის გაზაფხული“ (1958), „ამბავი ერთი ცდისა“ (1959; მიღებული აქვს საპატიო დიპლომი ვარშავაში სამეცნიერო-პოპულარული ფილმების V საერთაშ. კინოფესტივალზე, 1962), „მეგობრების შეხვედრა“ (1960), „ალვანელი მეცხვარეები“ (1964), „თბილისი — 15 საუკუნე და ერთი დღე“ (1966) და სხვ. II მსოფლიო ომის პერიოდის ფილმები: „სევასტოპოლისათვის ბრძოლაში“ (1944), „ბრძოლა კავკასიისათვის“ (1944) და სხვა. ფილმები ქართველ ალპინისტებზე (ბორის კრეპსთან ერთად) „უშბა“ (1946; დიპლომი ვენეციის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1947), „გმირული ტრავერსი“ (1950), „პამირის მწვერვალებზე“ (1954; საპატიო დიპლომი ვენეციის XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1956), „მთები და წლები“ (1963) და სხვა. გიორგი ასათიანთან ერთად გადაიღო ფილმები: „ნადირობა ჯუნგლებში“, „მოგზაურობა ნეპალში“ (ორივე 1959), „ალჟირის დღიური“ (1961), „საჰარა“, „მაროკო“ (ორივე 1962), „უძველესი კულტურის ქვეყანა“ (1963) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]