ოთარ გოცაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ დავითის ძე გოცაძე (დ. 7 თებერვალი, 1929, სოფ. ბიღა, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი, — გ. 12 მარტი, 1993, თბილისი) — ქართველი გეოფიზიკოსი, სეისმოლოგი; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985).

1951 წელს დაამთარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში. 1973 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის რეგიონალური სეისმოლოგიის განყოფილებას. მისი შრომები ეხება კავკასიის რეგიონის სეისმურობასა და სეისმურ რეჟიმს. დიდი წვლილი მიუძღვის კავკასიაში სეისმოლოგიური კვლევის განვითარებაში, საქართველოს სეისმური სადგურების ქსელის ეფექტიანობის დადგენასა და სეისმური ობსერვატორიის „თბილისის“ დაარსებაში (1976), კავკასიის მიწისძვრათა საინფორმაციო-საძიებო კომპიუტერული სისტემისა და საქართველოს ტერიტორიის სეისმური დარაიონების ნორმატიული რუკის შედგენაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Построение сейсмических линеаментов и оценка основных эффектов сейсмичности Кавказа, Тб., 1982;
  • Карта сейсмического районирования территории Грузии, Тб., 1989 (თანაავტ.).
  • რა უნდა ვიცოდეთ მიწისძვრის შესახებ (რედაქტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1992. - 62გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]