ოთარ გორდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ მიხეილის ძე გორდელი (დ. 18 ნოემბერი, 1928, თბილისი — გ. 6 დეკემბერი, 1994, იქვე) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაქარია ფალიაშვილის და ნადეჟდა ბუზოღლი-აბაშიძის შვილი. 1951 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციისა (ი. ტუსკიას კლასი) და ფორტეპიანოს (ა. ვირსალაძის კლასი) სპეციალობით, 1955 წელს — მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა კომპოზიციის განხრით (ხელმძღვ. ს. ბოგატირიოვი). 1959 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (პოლიფონია), 1982 წლიდან — პროფესორი, 1967-1987 წლებში — საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ საზოგადოების თავმჯდომარე, 1968-1973 წლებში — საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. ნაწარმოებები: კანტატა „წელიწადის დრონი“ (1954), ვოკალურ-სიმფონიური პოემა „რაზედ ბუტბუტებს მტკვარი“ (1961), „ახალგაზრდული უვერტიურა“ (1956), სიმფონია (1964), 2 სიუიტა (1965, 1968), „პასაკალია“ (1964), ცეკვა „ქართული“ სიმფონიური ორკესტრისათვის (1958), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1952), კონცერტი ფლეიტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1958); კამერულ-საკრავიერი (მათ შორის საფორტეპიანო კვინტეტი — 1950), კამერულ-ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები და სხვ.; ოპერეტები „ნატვრის თვალი“ (1980), „ჩემი საყვარელი ბიძა“ (1983), საესტრადო მუსიკა; მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]