ოთარ გოგილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ ივანეს ძე გოგილაშვილი (დ. 21 თებერვალი, 1938, თბილისი) — ქართველი მეტალურგი. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. 1969–1974 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც 1975 წელს მიანიჭეს უფროსი მეცნიერი თანამშრომლის წოდება. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იკვლევდა პედაგოგიურ თეორიის საკითხებს და ტექნიკურ დისციპლინათა სწავლების მეთოდიკას.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლითონების კოროზია ძაბვების ქვეშ (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., 1972;
  • შრომის მასწავლებლის პიროვნების ჩამოყალიბება პედაგოგიურ ინსტიტუტებში (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., 1986;
  • ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის მასწავლებლის პიროვნების მოდელირება, თბ., 1988.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]