ოთარ გიგინეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოთარ გიგინეიშვილი
დაბ. სახელი ოთარ ისიდორეს ძე გიგინეიშვილი
დაბ. თარიღი 27 სექტემბერი, 1916
ქუთაისი
გარდ. თარიღი 10 თებერვალი, 1990
თბილისი
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ჯილდოები სსრკ დამსახურებული მწვრთნელი

ოთარ ისიდორეს ძე გიგინეიშვილი (დ. 27 სექტემბერი, 1916, ქუთაისი, — გ. 10 თებერვალი, 1990, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1989).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1947 — სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლომატიური სკოლა. 1947 წლიდან გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1947–1954 წლებში მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშედ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტად, მინისტრის თანაშემწედ. 1956–1958 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი, 1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაშია: 1960 წლამდე ისტორიის ინსტიტუტში, 1960 წლიდან — აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი; ერთდროულად, 1974–1990 წლებში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში. იკვლევდა თურქეთის სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ ისტორიას; თურქეთის, ირანისა და რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ; თურქეთში მიმდინარე ეთნო-რელიგიურ პროცესებს. 1968–1990 წლებში იყო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეების მეგობრობისა და კულტურის ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე, 1963–1983 წლებში საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]