ოთარ ბლიაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ოთარ ილიას ძე ბლიაძე (დ. 1928, სოფ. საკირე, ბორჯომის რაიონი), ქართველი მშენებელი, წარმოების ნოვატორი, სოციალისტური შრომის გმირი (1971). სკკპ წევრი 1958-იდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949-1969 წლებში მუშაობდა ჩითახევჰესის, ბულაჩაურის გვირაბის, ტყიბულჰესის, ლაჯანურჰესის და ხრამჰეს 2-ის მშენებლობაზე. 1963 წლიდან ენგურჰესის მშენებლობაზეა. ბლიაძის ბრიგადამ ჰიდრომშენებლობაში პირველმა აითვისა დიდი კვეთის გვირაბების ჩწაროსნული და მაღალხარისხოვანი დაბეტონება მოძრავი ლითონის ყალიბით. მონაწილეობდა სკკპ XXII ყრილობის მუშაობაში. დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 429, თბ., 1977