ოთარ აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ აბაშიძე
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1923
ლაშე, ხარაგაულის რაიონი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 20 ივლისი, 1996 (72 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

ოთარ აბაშიძე (დ. 23 ივლისი, 1923, სოფ. ლაშე, ხარაგაულის რაიონი — გ. 20 ივლისი, 1996) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1965).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1923 წლის 23 ივლისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში. 1941 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა კულტურის სფეროში. სხვადასხვა დროს იყო თეატრის მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი, კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი, კულტურის განყოფილების გამგე. 1961–1967 წლებში იყო ხარაგაულის სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი.[1]

1965 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.[2]

მისი რეჟისორობით ხარაგაულის თეატრის სცენაზე დაიდგა შემდეგი პიესები: კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“, ნ. ანანიაშვილის და დ. როსტომაშვილის „პროფესია“, ე. რანეტის „გზააბნეული შვილი“, ნ. არეშიძის „შენ ჩემი შვილი არა ხარ“, მ. გოგიაშვილის და ვ. პატარაიას „კომედიების საღამო“, სიმონ მთვარაძის „სახსოვარი“, ლ. მილორავას „კერპჯიუტა“, ც. სოლოდარის „ერთი დღე აგარაკზე“ და სხვა.

გარდაიცვალა 1996 წლის 20 ივლისს. დაკრძალულია დაბა ხარაგაულში.

ხარაგაულის სახალხო თეატრს მინიჭებული აქვს ოთარ აბაშიძის სახელი.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]